მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “შემაშფოთებელი ომია და არა ფეხბურთის თამაში”

ალეგრი: “შემაშფოთებელი ომია და არა ფეხბურთის თამაში”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდის მიზანი იტალიის თასის ფინალში გასვლაა, ამიტომაც, ფლორენციაში ბოლომდე დაიხარჯებიან.

„ხუთშაბათს დიბალა და ბერნარდესკი დაგვიბრუნდებიან და კვირისთვის მზად იქნებიან. ალექს სანდროს კიდევ 10 დღე სჭირდება, ზაკარია ვიმედოვნებ, რომ „ვილიარეალთან“ მატჩისთვის ხელმისაწვდომი იქნება, კიელინი ჯერ კიდევ ლაზარეთშია. ვნახოთ, ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვინ იქნება, მაგრამ ბიჭების 3/4 მზადაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტესტია, ფლორენციაში თამაში ყოველთვის კარგია. ეს ნახევარი ნაბიჯი იქნება, რადგან ორმატჩიანი დუელია, სტუმრად გატანილ გოლს ამ ტურნირზე მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, გოლის გატანა მნიშვნელოვანი იქნება.

მჯერა ფლორენციელი ფანების ინტელექტისა და კულტურის, ხვალ საფეხბურთო საღამო უნდა იყოს. ვლაჰოვიჩი ყოველთვის მადლიერია და იქნება ფლორენციის, „ფიორენტინას“. შემაშფოთებელი არ არის ფეხბურთის თამაში, არამედ სხვა რამ – ომი.

„ფიორენტინას“ კარგი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც გუნდს აგრესიულ, ლამაზ თამაშს ათამაშებს. „იუვენტუსს“ ფინალში გასვლა სურს. ვლაჰოვიჩი თადარიგში? ჯერ კიდევ უნდა მივიღო გადაწყვეტილება და შევაფასო სიტუაცია, რადგან ზედიზედ ბევრი თამაში ჩაატარა. ხვალ ვნახავთ. ამ მომენტში გუნდის თავდაჯერებულია, უფრო მშვიდად ვართ და იციან, რომ გოლის გატანა შეგვიძლია. ვლაჰოვიჩს აქვს ისეთი თვისებები, რაც მორატასა და კინს არ გააჩნიათ, ამიტომ, სამივეს ერთად თამაში შეუძლიათ. დუშანი მშვიდად და წყნარადაა. ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, ისეთ გარემოში ბრუნდება, რომელშიც გაიზარდა და ემოციები ნორმალურია. მისთვის განსაკუთრებული მატჩი იქნება და სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ფიორენტინას“ წინააღმდეგ ვერასდროს ითამაშებს. ეს არის ნაბიჯები, რომელმაც მოთამაშემ მომწიფებისთვის უნდა გადადგას. მან გუნდს სიმშვიდე შესძინა, რადგან, როცა ასეთი თვისებების ფეხბურთელი გყავს, გუნდი უფრო მშვიდია, იმიტომ, რომ გოლს იტანს. წინა თვეებშიც კარგად ვიმუშავეთ და საფუძველი ჩავყარეთ. თუმცა, რამდენიმე ისეთი გოლი გავუშვით, თავიდან აცილება რომ შეიძლებოდა. როცა ანგარიშში წინ გავდივართ, ვფიქრობთ, რომ ყველაფერი გაკეთებულია, ცოტა ვისვენებთ, ამიტომ, სწორ რეჟიმში უნდა დავბრუნდეთ. „ვილიარეალთან“, „ტორინოსთან“ და „ემპოლისთან“ ერთი და იგივე სახის გოლები გავუშვით. უფრო კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, რადგან სეზონის ბოლომდე ცოტა გოლის გაშვება ნიშნავს, რომ ოთხეულში მოვხვდებით.

ბონუჩი ბოლო ორი დღე სრულად ისვენებდა, შაბათს მან კარგად ითამაშა. ხვალ ის დაისვენებს, მცველების ნაკლებობა არ გვაქვს. სეზონის განმავლობაში ყოველთვის არის კუნთების დაზიანებები, უნდა მივიღოთ ის სიტუაცია, რაც არის. ვცდილობთ, ტრავმირებულები გამოჯანმრთელდნენ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მარტი-აპრილი კარგად ვითამაშოთ. კარგი იქნებოდა, გუნდში ტრავმები არ იყოს, რადგან უფრო მეტი არჩევანი მექნებოდა. ბერნარდესკის გამოჯანმრთელება მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენ ყველა გვჭირდება. უნდა ვიმუშაოთ დღეიდან 20 მარტამდე, რომ სანაკრებო პაუზის შემდგომი პერიოდისთვის საუკეთესო პირობებში ვიყოთ.

ახალგაზრდულ სექტორში კარგი მოთამაშეები არიან, 23-წლამდე გუნდმა საშუალება მისცა მნიშვნელოვან მატჩებში ითამაშონ. აკე და სულე გაიზარდნენ, არიან სხვა კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელებიც, რომლებსაც დრო სჭირდებათ. მირეტის, აკესა და სულეს შორის ერთ-ერთი ითამაშებს, მაგრამ მათ პასუხისმგებლობა არ უნდა დავაკისროთ. ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა, გამოცდილება უნდა მიიღონ.

პიონტეკი და კაბრალი? ისინი ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელები არიან, რომლებიც სიღრმისეულად თამაშობენ. „ფიორენტინას“ თამაშის სტილი ცოტა შეიცვალა, მაღალი ინტენსივობით თამაშობს და საფრთხეს უქმნის მეტოქის კარს. ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, მათ დონეზე და დიდი ენერგია გვჭირდება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასა“ და „იუვენტუსის“ ნახევარფინალური მატჩი 2 მარტს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …