ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ზენიტთან“ (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა ცუდად ითამაშა, მაგრამ შედეგით მაინც კმაყოფილი დარჩა.
“შედეგი კარგია, გოლიც არ გავუშვით. თუმცა, თამაშის ხარისხი კარგი არ გვქონა, ნელა ვმოქმედებდით. ტექნიკურად ბევრი შეცდომა დავუშვით. ახლა, ყურადღება „ინტერთან“ მატჩზე უნდა გავამახვილოთ.
შემდეგი ნაბიჯი? საჭიროა ბურთის ფლობის ფაზა გავაუმჯობესოთ, მოედანი კარგად ავითვისოთ. სივრცეები მჭიდრო იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, მეტი უნდა გავაკეთოთ. ყველამ უნდა გააუმჯობესოს ბურთის ფლობა. არ მიყვარს თქმა, რომ ეს ჩემი „იუვეა“, ასე არ არის, მე კარგი ფეხბურთელები მყავს, მაგრამ გაუმჯობესება გვჭირდება.
ცუდად ვითამაშეთ გავიმარჯვეთ და გავიმარჯვეთ, ეს შეიძლება კვირას დაგვეხმაროს. უნდა გვესმოდეს, რომ 1:0-ს შემდეგ არ შეიძლება ჩვენი კარიდან 20 მეტრში ჯარიმა ავიკიდოთ. დიბალა ხაზებს შორის გამოცდილი და კარგია, მაგრამ კულუშევსკიმ, ბერნარდესკიმ და კიეზამ ამ კომპონენტში უნდა მოუმატონ“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის სამ ტურში 9 ქულა აქვს და გოლიც არ გაუშვია. მომდევნო მატჩს ტურინული გრანდი 24 ოქტომბერს, სტუმრად მილანის „ინტერთან“ გამართავს.