მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “როცა თავგანწირვით ვთამაშობთ, შედეგიც მოდის”

ბონუჩი: “როცა თავგანწირვით ვთამაშობთ, შედეგიც მოდის”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ზენიტთან“ (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელი უეფამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელა.

„ბედნიერი ვარ, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, მაგრამ მინდა ეს მთელ გუნდს გავუზიარო. ეს გამარჯვება ამის დასტურია. ვაჩვენეთ სწორი დამოკიდებულება და როდესაც მთელი გუნდი თავგანწირვით თამაშობს, შედეგიც მოდის. ვიცოდით, რომ ადვილი მატჩი არ იქნებოდა, მაგრამ ფრთხილად ვითამაშეთ და შანსი კარგად გამოვიყენეთ, რომელიც ბოლოს მოგვეცა და დეიანმა გოლი გაიტანა.

დიდი მოთმინებით მოვახერხეთ უპირატესობის მოპოვება და ბოლომდე შევინარჩუნეთ. ახლა კვირის მატჩზე ვიფიქრებთ, რათა სერია A-ში სეზონის დასაწყისში დაკარგული ავინაზღაუროთ“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის სამ ტურში 9 ქულა აქვს და გოლიც არ გაუშვია. მომდევნო მატჩს ტურინული გრანდი 24 ოქტომბერს, სტუმრად მილანის „ინტერთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …