ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კრემონეზესთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რადგან ოთხეულში ადგილი გაიმყარა.
„ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, „კრემონეზე“ კარგად თამაშობს მეორე ბურთზე, პრესინგს, ბევრს დარბის. პირველ ტაიმში ბევრი ტექნიკური შეცდომა დავუშვით, ბევრი ამოუცნობი ასპექტი იყო, რადგან 52 დღის შემდეგ პირველად ვითამაშეთ. მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ. მშვენიერი გამარჯვებაა, რადგან მეხუთე ადგილოსანთან უპირატესობა გავზარდეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
სათადარიგო სკამზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები მყავდა და ისინი თამაშში კარგად ჩაერთვნენ. 5-წუთიანი ქაოსი გვქონდა, მაგრამ შემდეგ თამაშში დავბრუნდით. აქ მოგება ადვილი არ არის, „ნაპოლი“ აქ 82-ე წუთამდე ვერ იგებდა.
რაბიო თამაშში კარგად ჩაერთო, პარედესი უკეთესი იყო „მეძალად“, კინმაც კარგად ითამაშა, ასეთი ცვლილებების ქონა მნიშვნელოვანია. კარგი შემადგენლობა მყავს, სულე, მირეტი, ფაჯოლი, გატი იზრდებიან. თუმცა სამუშაო და გასაუმჯობესებელი ბევრია.
ტრანსფერები? კლუბთან ყოველთვის ვსაუბრობ. ცვლილებას ცვლილებისთვის აზრი არ აქვს, „იუვეს“ შემადგენლობა ამ მომენტისთვის კარგია. დი მარია? ვნახოთ, დღეს ივარჯიშა და კარგად იყო თუ კარგად იქნება, „უდინეზესთან“ ითამაშა, ის საოცარი მოთამაშეა და იმედი მაქვს, რომ ხელმისაწვდომი იქნება. სეზონის ბოლომდე 5 თვეა და ყველა ფეხბურთელი გვჭირდება“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 7 იანვარს, საკუთარ მოედანზე „უდინეზესთან“ გამართავს.