ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფრე სამართლიანი შედეგი იყო, მაგრამ ბოლო წამზე გოლის გაშვება სამწუხაროა.
„თანაბარი თამაში იყო, მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ. სამწუხაროა შედეგი, რადგან თამაში პრაქტიკულად დასრულებული იყო. საჭირო იყო, ბასტონის ჩაწოდებისთვის ხელი უფრო აქტიურად შეგვეშალა, მერე იყო ბრემერი გულუბრყვილობა, მაგრამ ვფიქრობ, ფრე მაინც სამართლიანი შედეგია. ვიცოდით, რომ მთავარი საპასუხო მატჩი იყო.
ჩხუბი? არაფერი ვიცი, თამაშის დამთავრებისთანავე გასახდელში შევედი. ვიცი, რომ იყი გაძევებები, მაგრამ მეტი არაფერი. „ინტერი“ ყოველთვის „ინტერია“, როგორც ვთქვი, ბოლო წამზე გაშვებული გოლი სამწუხაროა. ბოლო წამებზე უფრო აქტიური პრესინგი უნდა გვეთამაშა.
ვლაჰოვიჩმა კარგად ითამაშა, ანხელიც მას კარგად ეხმარებოდა, მაგრამ შევცვალე, რადგან მოედანზე კიეზა მჭირდებოდა. რა თქმა უნდა, დი მარია გაბრაზდა რომ შევცვალე, მაგრამ თამაშის მიმდინარეობის გამო მისი შეცვლა მომიწია, დიდი ხანია არ უთამაშია, ნაკრებში იყო, სადაც ბევრი იმგზავრა. შევცვალე იმიტომ, რომ ისეთი ფეხბურთელი მჭირდებოდა, ვინც საჯარიმოში უფრო ხშირად იქნებოდა.
კიეზას მდგომარეობა უმჯობესდება, მყესის ტკივილი შემცირდა, დღეს თამაში კარგად დაასრულა და ბედნიერი ვარ. მან უნდა მოუმატოს, მაგრამ ამას დრო სჭირდება ისეთი ტრავმის შემდეგ, რომელიც მას ჰქონდა. ადრეც ვთქვი და კიდევ ვიტყვი, რომ მის ძველ დონეზე დაბრუნებას თვეები დასჭირდება, მომდევნო სეზონში უფრო მშვიდი იქნება და თავის დონეზე დაბრუნება“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 8 აპრილს, სტუმრად რომის „ლაციოსთან“ გამართავს.