მთავარი / სიახლეები / დანილო: “მსაჯმა ლუკაკუ დამსახურებულად გააძევა”

დანილო: “მსაჯმა ლუკაკუ დამსახურებულად გააძევა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მსაჯმა რომელუ ლუკაკუ დამსახურებულად გააძევა.

„რა მოხდა? რთული არაფერი. ლუკაკუმ გაიტანა და გააკეთა ჟესტი, რომ ჩვენ კურვა გაეჩუმებინა, მსაჯის საქმეს მარტივია, ნორმალურია, რომ ყვითელი ბარათი უჩვენა, მას უკვე ჰქონდა ერთი გაფრთხილება და ჩემი აზრით, სწორია, რომ გააძევეს.

„იუვე“ – „ინტერი“ ჩვეულებრივი მატჩი არ არის, უფრო ამაღელვებელია. არის ემოციები, მეტოქეობა, ასე რომ ვფიქრობ, რაც მოხდა ნორმალურია. გასაგებია, რომ პატივისცემა უნდა არსებობდეს. თუმცა, კონცენტრაცია მოედანზე უნდა მოვახდინოთ, რადგან ყველაფერი კარგად ვერ გავაკეთეთ და წინ კიდევ 90 წუთია.

ბრემერის შეცდომა? ის არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც გასაუმჯობესებელი აქვს, მაგრამ უკვე აჩვენა, რომ მაღალი დონის მცველია. თუმცა, ჯერ ახალგაზრდაა და ბევრი აქვს სასწავლი. ჩვენ მის გვერდით ვართ და მზად ვართ დავეხმაროთ. ეს შედეგი მთელი გუნდის პასუხისმგებლობაა და არა ბრემერის. წინ ჯერ კიდევ 90 წუთია სათამაშო ფინალში გასასვლელად.

კუადრადო 34 წლისაა, თითქმის 35 წლის, მე არ ვარ პასუხისმგებელი მისი იმ სიტუაციიდან გარიდებაზე. მან ეს იცის. მან იცის, რა არის მისი პასუხისმგებლობა და ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ“, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 8 აპრილს, სტუმრად რომის „ლაციოსთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …