ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გვადალახარას „ჩივასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშა.
„კარგი ტესტი იყო, გუნდმა კარგად იმუშავა ტურინშიც წინა დღეებში და შედეგსაც ვხედავთ. კარგად ვითამაშეთ და კმაყოფილი ვარ ახალგაზრდა ფეხბურთელებითაც. ახლა ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან მომდევნო ამხანაგური მატჩების კარგად ჩატარება გვინდა.
პოგბამ კარგად ითამაშა, არსებობს რამდენიმე ასპექტი, რომელზეც სამუშაოა, მაგრამ ის ამ გუნდის ერთ-ერთი სიმბოლო იქნება. მომეწონა ფაჯოლი და გატი, რომელმაც პირველ გოლში შესანიშნავად ითამაშა, თუმცა გარკვეულ დაცვით მექანიზმებზე ჯერ კიდევ აშკარად სამუშაო აქვს“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 27 ივლისს, „ბარსელონასთან“ გამართავს.