მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ინტერი”, “მილანი” და “რომა” უფრო ძლიერები არიან, ვიდრე შარშან”

ალეგრი: “ინტერი”, “მილანი” და “რომა” უფრო ძლიერები არიან, ვიდრე შარშან”

ტურინის „იუვენტუსმა“ 23-წლამდე გუნდთან ისპარინგა და 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ გუნდი სეზონისთვის კარგად ემზადება.

„ვილარ პეროზა ყოველთვის ამაღელვებელია, მაგრამ გარდა ამისა, სეზონისთვის საჭირო სპარინგიც იყო. ძალიან ემოციური დღეა, რადგან ეს გვახსენებს „იუვენტუსის“ ასწლოვან ისტორიას. ახალი მოთამაშეებისთვის აქ ჩამოსვლა და იმის გაგება, თუ რას ნიშნავს „იუვენტუსი“, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვნება, სურვილი და თავგანწირვა, რომელიც საჭიროა იმ მიზნების მისაღწევად, რაც „იუვეს“ დნმ-შია.

რაც შეეხება პირველი ტურის შემადგენლობას ტრავმების და დისკვალიფიკაციების ფონზე, რაღაცნაირად მათ შევცვლით. ახლა მთავარია, კვირა კარგად დავასრულოთ „ატლეტიკოსთან“ მატჩით. შემდეგ, როცა მზადებას განვაახლებთ, მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ „სასუოლოსთან“ თამაშისთვის.

კარგად ვიმუშავეთ, ამ ზაფხულს კარგად ვემზადებით, მაგრამ 10 დღეში სეზონი იწყება და ქულების მოსაპოვებლად აუცილებლად უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან სეზონი ამხანაგური მატჩებისგან სრულიად განსხვავებულია. პირველი ოთხი ტური ძალიან მნიშვნელოვანია, სამი თვე კი სეზონისთვის გადამწყვეტია.

კლუბმა კარგად იმუშავა სატრანსფერო ბაზარზე, როცა ბრემერი, პოგბა, დი მარია და გატი დაიმატა, რომელიც ძალიან კარგი ახალგაზრდაა. სხვა ახალწვეულები? იქნებ, სხვა ფეხბურთელებიც დავიმატოთ, მაგრამ ხელმძღვანელობამ უკვე იმუშავა შემადგენლობის შესავსებად. პარედესი? ჩვენ ლოკატელი და როველა გვყავს და ძალიან მიხარია. პოგბას ტრავმა? მე ექიმი არ ვარ. სკუდეტოს მოგება რთული იქნება, “ინტერი”, “მილანი” და “რომა” შარშანდელზე ძლიერები არიან“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ პრესეზონზე ბოლო ამხანაგურ თამაშს 7 აგვისტოს, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გამართავს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს „სასუოლოს“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …