მთავარი / სიახლეები / ლოკატელი: “დი მარია ჩვეულებრივი ფეხბურთელი არაა”

ლოკატელი: “დი მარია ჩვეულებრივი ფეხბურთელი არაა”

ტურინის „იუვენტუსმა“ 23-წლამდე გუნდთან ისპარინგა და 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მანუელ ლოკატელიმ, რომელმაც გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა.

„ვცდილობთ, ბურთი უფრო მეტად ვაკონტროლოთ, ვმუშაობთ და მწვრთნელის მითითებებს მივყვებით. ვფიქრობ, კარგი დღე ოჯახთან ერთად, ჩვენ ტიფოზებისთვის ვთამაშობთ და ეს ენთუზიაზმი მნიშვნელოვანი. ლამაზი დღე იყო მათთვის და ეს კარგია.

ახალ რაღაცებს ვამუშავებთ და ეს მნიშვნელოვანი. მოხარული ვარ, რომ ცოტა უფრო წინ ვთამაშობ. დი მარია? მასზე დიდი შთაბეჭდილებები მაქვს, დიდი ენთუზიაზმი მოიტანა, ის ჩემპიონია და რა თქმა უნდა, მან აჩვენა სხვაობა ჩვეულებრივ და დიდებულ ფეხბურთელს შორის“, – თქვა ლოკატელიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ პრესეზონზე ბოლო ამხანაგურ თამაშს 7 აგვისტოს, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გამართავს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს „სასუოლოს“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …