მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “დიბალასგან სეზონის მეორე ნაწილში უფრო მეტს ველოდები”

ალეგრი: “დიბალასგან სეზონის მეორე ნაწილში უფრო მეტს ველოდები”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „უდინეზესთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, პაულო დიბალასგან სეზონის მეორე ნაწილში უფრო მეტს ელოდება, ვიდრე არგენტინელმა პირველ წრეში აჩვენა.

„დიბალას ჟესტი? ტრიბუნებზე არავინ იყო და დიბალას იმიტაცია გააკეთა, თითქოს ის სავსე იყო (იცინის). ლამაზი გოლი გაიტანა, პაულო შესანიშნავი ფეხბურთელია და ამ საღამოს მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გამარჯვებაში. მან პასუხისმგებლობა ბურთის ფლობაზე აიღო, რასაც თავი გაართვა. კონტრაქტის განახლება? ეს გარკვეულ უპირატესობებს პაულოს აძლევს და მან იცის, ეს როგორ გამოიყენოს. სეზონის პირველ ნაწილში ტრავმების გამო პრობლემები ჰქონდა, ამიტომაც, მეორე ნაწილში მისგან გაცილებით მეტს ველით, აქვს დრო გუნდის დასახმარებლად და მნიშვნელოვანი გოლების გასატანად.

პირველ ტაიმში თამაში კარგად წარვმართეთ, ველოდებოდით შესაფერის მომენტს და გოლის გატანის შანსს. თუმცა, მეორე ტაიმში თამაშში კარგად ვერ ჩავერთეთ. შემდეგ პაულო გუნდს დაეხმარა რამდენიმე სიტუაციაში ბურთის სწორი მართვით.

თამაშის მართვას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ დაცვითი სტილით, სხვებზე მეტი უნდა ვირბინოთ, მინიმუმ იმდენი რამდენსაც მეტოქე დარბის, რომ შემდეგ ჩვენი ტექნიკა გამოვიყენოთ. დიბალამ გოლების გატანა დაიწყო, ასევე ნახევარმცველებმა, ახლა ცოტა უფრო მეტი შედეგიანობა სტანდარტული მდგომარეობისას გვჭირდება. სატურნირო ცხრილი? უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გავვარდებით (იცინის). ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანია, რომ „ატალანტასთან“ თანაბარი და „ნაპოლისთან“ -2 ქულა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩვენზე ნაკლები მატჩები აქვთ ჩატარებული“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 41 ქულა დააგროვა და ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს, მომდევნო ტურში კი 23 იანვარს, „მილანს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსი” მორატას არ გამოისყიდის

ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას არ გამოისყიდის. ინფორმაცია მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს. ცნობილი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, …

ვლაჰოვიჩი “იუვეზე”, კიეზაზე, თავის კარიერის დასაწყისსა და მიზნებზე…

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა იტალიურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საკითხზე ისაუბრა. სერბმა …