მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “დარჩენილ 6 ტურში 10 ქულა მაინც გვჭირდება”

ალეგრი: “დარჩენილ 6 ტურში 10 ქულა მაინც გვჭირდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბოლონიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, დარჩენილ 6 ტურში „იუვეს“ 10 ქულა მაინც სჭირდება, რომ სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულოს.

„მინდა მოვიკითხო სინიშნა, რომელიც სამწუხაროდ ხვალ თამაშზე არ იქნება, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მატჩის წინ ერთი კვირა კარგად ვიმუშავეთ, „ბოლონია“ ფიზიკურად კარგი გუნდია, შესანიშნავი შედეგები აქვს და არც ისე ადვილია მისი დამარცხება, მეოთხე ადგილის გასამყარებლად ქულები გვაკლია. სეზონის დასრულებამდე 6 თამაში დარჩა, ბოლო ორი ტური ჩვენს უკან მყოფ კონკურენტებთან გვაქვს. „ფიორენტინას“ ყველაზე კარგი კალენდარი აქვს. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად მინიმუმ კიდევ 10 ქულის მოპოვება გვჭირდება. იტალიის თასის ნახევარფინალზე ხვალიდან ვიფიქრებთ.

ბონუჩი კარგადაა, მასსა და კიელინის შორის უნდა გავაკეთო არჩევანი. იმედი მაქვს, რომ ვლაჰოვიჩი საუკეთესო ბომბარდირი გახდება, ამგვარად, მისი გოლები ჩვენი მეოთხე ადგილის გარანტიაც იქნება. ხვალ ის ითამაშებს. კუადრადო? მან ივარჯიშა და კარგადაა. მხოლოდ ორი ცენტრალური ნახევარმცველია ჩემს განკარგულებაში. თუ სამი ნახევარმცველით თამაშს გადავწყვეტ, მაშინ ერთი მოთამაშის იქ დამატება და მისთვის პოზიციის შეცვლა მომიწევს. თუ ორით ვითამაშებთ, ზაკარია და რაბიო გვყავს.

დიახ, შინ 5 თამაშის წაგება ძალიან ბევრია და მომდევნო სეზონში ამ კუთხით დახვეწა მოგვიწევს, რადგან ეს არის რაოდენობა, რომელიც გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე.

იტალიური ფეხბურთის პრობლემა რამდენიმეა. რამდენიმე საკითხია გამოსასწორებელი, უბრალოდ შეხედეთ შემოსავალს. ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ამ რეალობაში აღმოვჩნდით, პრობლემები ყოველთვის არსებობდა. უნდა ვეცადოთ, რომ მომდევნო სეზონში სრულიად უკეთ ვითამაშოთ. სამწუხაროა იტალიის ნაკრების წარუმატებლობა, „ატალანტას“ გავარდნა, სასიხარულოა, რომ „რომა“ მაინც გავიდა მომდევნო ეტაპზე.

არ ვნანობ, რომ საზღვარგარეთ არ წავედი. „იუვეში“ ძალიან ბედნიერი ვარ და ბედნიერი დავბრუნდი. ჩემი შვილი 10 წლისაა და ტურინში ცხოვრობს, არჩევანიც ამ მიზეზით გაკეთდა, გარდა ამისა, ისევ მინდოდა „იუვეში“ მუშაობა, რაღაც მნიშვნელოვნის აშენება.

ნედვედთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ნორმალურია ასეთი რეაქცია, როცა სტადიონზე ხარ. ჩვენ კარგად ვმუშაობთ კერუბინისთან და მთელ პერსონალთან ერთად, არის ყველა პირობა, რომ წელი საუკეთესოდ დავასრულოთ და მომდევნო სეზონი უკეთ ჩავატაროთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ბოლონიას“ მატჩი 16 აპრილს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …