ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბოლონიასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მის გუნდს ეს თამაში უნდა მოეგო, მაგრამ დეპრესიაში ჩავარდნა და ნერვიულობა საჭირო არ არის.
„ვიცით, რომ მეოთხე ადგილზე გასასვლელად ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულია საჭირო და საბედნიეროდ დღეს რთულ თამაშში ქულის გადარჩენა მოვახერხეთ. ბოლო დროს ყოველთვის გოლს ვუშვებთ და ეს უნდა გავაუმჯობესოთ. ასეთ თამაშს სეზონის დასაწყისში წავაგებდით, ჭიქას ნახევრად სავსეს უნდა შევხედოთ.
აუცილებლად უკეთ უნდა ვითამაშოთ, „ბოლონიასთან“ უნდა მოგვეგო, მაგრამ დეპრესია საჭირო არაა, უკნიდან საფრთხე იგრძნობდა, „ფიორენტინასთან“ მაგალითად ძალიან კარგი კალენდარი აქვს. ახლა ოთხშაბათის თამაშზე ვიფიქრებთ. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ 4 წუთი რჩებოდა და ისინი მოედანზე 9 ფეხბურთელით იყვნენ, ბურთი საჯარიმოსთან უფრო ახლოს უნდა მიგვეტანა.
დღეს პირველი ტაიმი კარგად ვერ ვითამაშეთ, სეზონის ამ ეტაპზე ძალა ნაკლებად გვაქვს შემორჩენილი, ამიტომ, საგოლე მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა? „ფიორენტინა“ კარგი კალენდარი აქვს, ასევე „რომას“ და „ლაციოს“ ჩვენზე უკეთესი კალენდარი აქვთ. ბიჭებთან გასახდელში ვისაუბრე, მაგრამ მშვიდად, ნერვიულობა საჭირო არ არის“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 63 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი იტალიის თასზე „ფიორენტინასთან“ გამართავს.