მასიმილიანო ალეგრის მარიო მანჯუკიჩი და მისი სტილის ფეხბურთელი აკლია. შედეგად, იტალიელი შეტევაში მსგავს მოთამაშეს ეძებს. ამის შესახებ Tuttosport-ი იტყობინება.
ტურინული გაზეთის ცნობით, ალეგრის ყურადღება „ვალენსიას“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა მაქსი გომესმა მიიქცია. ის არ არის ბომბარდირული თვისებებით დაჯილდოებული (ამ სეზონში 2 გოლი, წინა სეზონში 7 გოლი და იქამდე 10 გოლი), მაგრამ მებრძოლი მოთამაშეა და მეორე სართულზეც კარგად თამაშობს.
ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ტურინელების ინტერესის სფეროში სამხრეთამერიკელი შემტევი იმყოფება.