ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, არცერთ გუნდს გადახდენია თავს ის, რაც მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ ირგვლივ მოხდა.
„ვიცოდით რა სირთულეები შეგვექმნებოდა, „რომა“ რთული გუნდია. პირველ ტაიმში მეტის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ მეტოქემ ბევრი ირბინა. პირველი ტაიმის ბოლოს ცოტა მოეშვნენ, მაგრამ მერე გოლი გაიტანეს, რა დროსაც თავის დაცვა უკეთ შეგვეძლო. მაგრამ ფეხბურთი ასეთია. საგოლე მომენტებში უკეთ თამაში შეიძლებოდა.
ვლაჰოვიჩმა კარგად ითამაშა, ტექნიკურადაც, წინა მატჩთან შედარებით. მას ჰქონდა შანსები, კარში ვერ დაარტყა, მაგრამ საჯარიმოში ყოველთვის იყო. კიეზასთან ერთად უფრო შემტევები ვართ.
კინი შეცდა და ბოდიში მოიხადა. შეცდომა დაუშვა, რადგან გუნდი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. მას არასწორი რეაქცია ჰქონდა. ის დაჯარიმდება, რადგან ასეთი შეცდომის დაშვება არ შეიძლება. 4-3-3? იმ მომენტში ასეთი საჭიროება იყო. პოგბა ჯერ არის 100%-ით მზად, კიეზას სათამაშო დრო სამართავია. გარდა ამისა, ხუთშაბათს კიდევ ერთი მატჩი გვაქვს და შემდეგ კვირას. ბიჭები მშვიდად უნდა იყვნენ, რადგან მათ 50 ქულა მოიპოვეს. დღეს შეგვეძლო „რომას“ დამარცხება და „ატალანტასთან“ მიახლოება, შესაბამისად, როცა ასეთ მატჩს აგებ, სამყარო თავზე გენგრევა, მაგრამ ძლიერები უნდა ვიყოთ. გასახდელში იმედგაცრუებული და დამწუხრებული ბიჭები ვნახე, იყვნენ ისეთებიც, ვინც ტიროდნენ, მაგრამ ბიჭები მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ყველა საუბრობს ტექნიკაზე და ტაქტიკაზე, თუმცა არავის არასდროს განუცდია ის სიტუაცია, რაც წელს „იუვემ“ განიცადა, მსგავსი რამ მგონი ფეხბურთში არასდროს მომხდარა. ძალიან ემოციური პერიოდი გამოვიარეთ.
იმედგაცრუება საჭირო არაა. ბიჭები მშვიდად უნდა იყვნენ. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და გვახსოვდეს, რომ მოედანზე 50 ქულა მოვიპოვეთ. უნდა ვეცადოთ წინ მყოფებს დავეწიოთ, 13 თამაშია დარჩენილი, მაგრამ დღევანდელი 3 ქულა დავკარგეთ. ფეხბურთი უცნაურია, „რომასთან“ ორი მატჩიდან პირველი წრის მატჩში მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთში დამსახურებულა არაფერს ნიშნავს, თუ იმარჯვებ, კარგი ხარ, თუ არა, გამოდის, რომ რაღაც შეცდომა დაუშვი, მარტივია“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 35 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 9 მარტს ევროპა ლიგაზე „ფრაიბურგთან“ ჩაატარებს.