მატია დე შილიო სავარაუდოდ „იუვენტუსს“ არ დატოვებს. იტალიური მედიის ცნობით, მასიმილიანო ალეგრის იტალიელ ფეხბურთელთან მუშაობა სურს.
ალეგრი დე შილიოს კარგად იცნობს, ჯერ „მილანში“ ავარჯიშებდა, შემდეგ „იუვეში“. მაქსს განსაკუთრებით მოსწონს ფეხბურთელის ტაქტიკური მოქნილობა, რადგან შეუძლია, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მცველად თამაში.
შეგახსენებთ, რომ მატია დე შილიო „იუვენტუსმა“ 2017 წელს შეიძინა, გასული სეზონი კი მან იჯარით ფრანგულ „ლიონში“ გაატარა.