მთავარი / სიახლეები / მარკიზიო: “კიეზას მომატება კიდევ შეუძლია”

მარკიზიო: “კიეზას მომატება კიდევ შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ფედერიკოს კიდევ შეუძლია მომატება და იმედოვნებს, რომ ძალიან კარგი სეზონი ექნება.

„კიეზას მომატების დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია „იუვენტუსშიც“ იყოს მოთამაშე, რომელიც თამაშში ცვლილებებს შეიტანს. ადვილი არ იყო ტურინთან ადაპტირება ფლორენციის დატოვების შემდეგ და მისი ოჯახის პირდაპირი შეურაცხყოფის გამო. ის გაიზარდა და ვიმედოვნებ, რომ მას კარგი სეზონი იქნება. ვფიქრობ, რომ ალეგრისთან კარგად ითამაშებს, იმის გათვალისწინებით, რომ მწვრთნელი იცნობს გარემოს და შეუძლია მიჰყვეს მარჩელო ლიპის კვალს, რადგან შესანიშნავი გუნდი ჰყავს“, – თქვა მარკიზიომ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონი 21 აგვისტოს დაიწყება, „იუვენტუსი“ კი 22 აგვისტოს „უდინეზეს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …