მთავარი / სიახლეები / აზმუნი ან მარსიალი – “იუვენტუსს” შეტევის გაძლიერებაც უნდა

აზმუნი ან მარსიალი – “იუვენტუსს” შეტევის გაძლიერებაც უნდა

ტურინის „იუვენტუსში“ ნახევარდაცვაში ცვლილებები სატრანსფერო ბაზარზე ახლა ყველაზე უფრო აქტუალურია, მაგრამ თავდასხმაშიც მოსალოდნელია სიახლეები.

ყოველშემთხვევაში „იუვენტუსის“ გარშემო ოთხი სახელი ფიგურირებს: სერდარ აზმუნი, ენტონი მარსიალი, მაქსი გომესი და მაურო იკარდი.

აზმუნს „ზენიტთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და რუსები ახლა მის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვენ. „იუვე“ მზადაა ირანელი თავდამსხმელი დაიმატოს და მას მომავალ სეზონშიც დაეყრდნოს, თუმცა არა, როგორც ძირითადი შემადგენლობის წევრს (ზაფხულში მთავარი სამიზნეები დუშან ვლაჰოვიჩი და ჯანლუკა სკამაკა იქნებიან). მოლაპარაკებები მხარეებს შორის შეფერხებულია, მაგრამ თუ „ზენიტი“ 5 მილიონს ფასს დააკლებს, ტურინელები მზად არიან აზმუნი დაიმატონ.

მეორე ვარიანტია ენტონი მარსიალი, რომელსაც „მანჩესტერში“ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და კლუბის დატოვება უნდა. „იუვენტუსი“ ფრანგის იჯარით დასამატებლად მზადაა, თუ ინგლისელები ფეხბურთელის ხელფასის ნაწილს თვითონ გადაიხდიან. ჯერჯერობით, დაბრკოლებას სწორედ ეს წარმოადგენს.

რაც შეეხებათ მაურო იკარდისა და მაქსი გომესს, ამ ეტაპზე მათი ვარიანტები ჩრდილშია და უფრო მეტად რეალური აზმუნის ან მარსიალის ტრანსფერია.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსი” მორატას არ გამოისყიდის

ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას არ გამოისყიდის. ინფორმაცია მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს. ცნობილი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, …

ვლაჰოვიჩი “იუვეზე”, კიეზაზე, თავის კარიერის დასაწყისსა და მიზნებზე…

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა იტალიურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საკითხზე ისაუბრა. სერბმა …