არტურმა შესაძლოა „იუვენტუსი“ იანვარში დატოვოს. ამის შესახებ ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ იტალიურ მედიას განუცხადა.
„არტურის ტრანსფერი სარის არჩევანი იყო, ალეგრისთან კი ცოტა დრო აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, მისი სურვილია უფრო მეტი ითამაშოს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ იანვარში გუნდი დატოვოს.
ბერნარდესკი? ის ბედნიერია. ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ არსებობს შანსი, რომ კონტრაქტი გაახანგრძლივოს“, – თქვა პასტორელომ.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ბერნარდესკის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება, ხოლო არტური „იუვეს“ 2020 წელს შეუერთდა, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის.