მთავარი / თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა (გვერდი 2)

თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა

კაპელო: “იუვე” სხვებთან შედარებით დაბალ ტემპში თამაშობს, მირეტი ძირითადში უნდა იყოს”

ტურინის „იუვენტუსის“ თამაშის შესახებ თავისი აზრი ფაბიო კაპელომ დააფიქსირა და თქვა, რომ გუნდს ხასიათი არ აქვს და სხვებთან შედარებით დაბალ ტემპში თამაშობს. კაპელო ფიქრობს, რომ მასიმილიანო ალეგრი ფაბიო მირეტის უფრო თამამად უნდა ენდოს, ასევე ილინგ-ჟუნიორსაც. „ალეგრის აკლდა ფეხბურთელები, რომლებზეც მან ეს „იუვე“ ააშენა, მაგრამ ამ გუნდს ხასიათი და მონდომება არ …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “ბოლო 20 წუთმა იმედი მომცა, მაგრამ მთლიანობაში ცუდი თამაში იყო”

ლისაბონის „ბენფიკასთან“ მატჩზე კომენტარი ალესანდრო დელ პიერომ გააკეთა. როგორც მან თქვა, ბოლო წუთები იმედისმომცემია, მაგრამ „იუვემ“ საერთო ჯამში ძალიან დაბალ დონეზე ითამაშა. „ბოლო 20 წუთმა ცოტა იმედი მომცა, რადგან გუნდი იბრძოდა და გოლებიც გაიტანა, მაგრამ მთლიანობაში „იუვემ“ ძალიან ცუდად ითამაშა. პირველ ტაიმში „ბენფიკა“ დომინირებდა, ისევე, როგორც მეორე ტაიმის გარკვეული პერიოდი. …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ვითამაშეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ბენფიკასთან“ მარცხის (3:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩაატარეს, მაგრამ ბოლოს კარგი რეაქცია გამოავლინეს. „სამწუხაროა ეს წაგება, ბოლო წუთები ისე ვითამაშეთ, როგორც დიდ გუნდს ეკადრება, პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლომდე ვცდილობდით კარგი შედეგის მიღწევას. არასწორი დამოკიდებულებით ვითამაშეთ, ცუდად …

სრულად წაკითხვა »

გატი: “ევროპა ლიგაზე ნებისმიერ ფასად უნდა გადავიდეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ფედერიკო გატიმ „ბენფიკასთან“ მარცხის (3:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ახლა ევროპა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ. „თამაშში დაბრუნებული ვიყავით, შემდეგ კი აბსურდული პენალტი დანიშნეს, ბოლოს რეაგირება მოვახდინეთ, მაგრამ გვიანი გახლდათ. ახლა „ლეჩესა“ და შემდეგ პსჟ-სთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ევროპა ლიგაზე ნებისმიერ ფასად უნდა …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ეს წარუმატებლობა უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბენფიკასთან“ მარცხისა (3:4) და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ახლა გუნდმა ეს მწუხარება ბრაზად უნდა აქციოს და „ლეჩესთან“ მატჩზე იფიქროს. „გოლები ძალიან მარტივად გავუშვით, გათანაბრების შემდეგ ეგრევე გოლი მივიღეთ და 4:1-ზე დიდი რისკის ქვეშ ვიყავით. მატჩის მიწურულს კარგი რეაქცია …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ მოგება უნდა ვცადოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ლისაბონის „ბენფიკასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა კომპაქტურად უნდა ითამაშოს წინ თითო ნაბიჯი გადადგას. „მხოლოდ ერთი შედეგის უფლება გვაქვს, მაგრამ ჯერ არც ჩემპიონთა ლიგიდან ვართ გავარდნილი და არც ევროპა ლიგაზე გადასული. ორი თამაში გვაქვს ქულების მოსაპოვებლად და შემდეგ ეტაპზე …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო: “მიზანი მხოლოდ მოგებაა და ვიცით, რომ შეცდომები არ უნდა დავუშვათ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „ბენფიკასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. „ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ვიცით, რომ მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. ჩვენც აქ იმისთვის ვართ, რომ მოვიგოთ, კარგად ვითამაშოთ. ვუმატებთ და ვიცით, რომ შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ. გვინდა ჩვენი საუკეთესო ვაჩვენოთ, სხვა მატჩებთან …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ბენფიკასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში სტუმრად „ბენფიკას“ დაუპირისპირდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ასეთია. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დანილო, ალექს სანდრო, გატი, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: ლოკატელი, მაკკენი, კუადრადო, კოსტიჩი, მირეტი, რაბიო, ფაჯოლი თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, მილიკი, კინი, სულე, ილინგ-ჟუნიორი შეგახსენებთ, რომ „ბენფიკასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 …

სრულად წაკითხვა »

“ბენფიკას” მწვრთნელი: “იუვეს” სუსტი წერტილები ვიცით”

ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა როჯერ შმიდტმა „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ისინი მხოლოდ საკუთარ თავსა და გამარჯვებაზე ფიქრობენ, მეტოქეს კი პატივის სცემენ. „ყველა თამაში განსხვავებულია, ერთი მეორეს არასდროს ჰგავს. რთული იყო პირველი თამაშიც, ამჯერად პრობლემები გვექნება, მაგრამ სახლში ვითამაშებთ, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე და 90 წუთი კონცენტრირებულები ვიქნებით. …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “ჩვენ არ ვართ “იუვეს” დონეზე და 50-წლამდეც რომ ვითამაშოთ, ვერ ვიქნებით”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ ჰაიფას „მაკაბისთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, სირცხვილია ასეთი სიტუაცია, რომელიც კლუბის ისტორიას შეურაცხყოფს. „ახლა ძნელია ახსნა-განმარტებების გაკეთება. სიტყვები არ გვაქვს, უნდა ვეცადოთ უკეთესი გუნდი გავხდეთ, ვიპოვოთ კავშირი, რომელიც ბოლო პერიოდში ყველა მხრივ დავკარგეთ და ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. მიჭირს იმის …

სრულად წაკითხვა »