ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ლეანდრო პარედესმა „ბენფიკასთან“ მარცხზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი აზრით, გუნდს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს. „რა მოხდა საწყისი კარგი წუთების შემდეგ? ტემპი დავაგდეთ, შევწყვიტეთ პრესინგი და თამაში. ეს იყო ის, რასაც კარგად ვაკეთებდით თავიდან, გოლიც ამ გზით გავიტანეთ, შემდეგ კი მათ თავდაჯერებულობა მოიპოვეს და თამაში დაიწყეს. ვფიქრობ, მენტალური …
სრულად წაკითხვა »თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა
მილიკი: “ყველა ფეხბურთელი პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რაც ხდება”
ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა „ბენფიკასთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ყველა ფეხბურთელმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და უფრო მეტი გაიღონ, რომ ამ კრიზისს თავი დააღწიონ. „ვფიქრობ, ჯერ ადრეა რაიმეს თქმა, თამაში 10 წუთის წინ დასრულდა. ეს მარცხი დავიმსახურეთ, ეს შედეგი დავიმსახურეთ, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად გულდასაწყვეტია. თამაში დადებითად დავიწყეთ 20-30 …
სრულად წაკითხვა »კაპელო: “ალეგრიმ არ იცის რა მიმართულებით წავიდეს, “ბენფიკასთან” უზარმაზარი სხვაობა გამოჩნდა”
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრი მიმართულების გარეშე მუშაობს. კაპელოს თქმით, „იუვენტუსსა“ და „ბენფიკას“ შორის უზარმაზარი სხვაობა იყო – პორტუგალიელთა სასარგებლოდ. „რთული მატჩი იყო, „იუვენტუსმა“ საერთოდ ვერ მოახერხა მისი კონტროლი და მშვენიერი 20 წუთის შემდეგ მეტოქის მსგავსი რიტმი არ გააჩნდა. ხარისხსა და ინტენსივობაში …
სრულად წაკითხვა »დელ პიერო: “იუვეში” ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი”
ტურინის „იუვენტუსის“ მორი მარცხს ალესანდრო დელ პიერო გამოეხმაურა და თქვა, რომ გუნდში ბევრი რამ გასაანალიზებელი და საფიქრალია. „იუვესთვის“ ადვილი მომენტი არაა და ეს ამ თამაშმა დაამტკიცა. საჭირო იქნება გასახდელში სიტუაციის შეცვლა და სერიოზული ფიქრი იმაზე, რაც ხდება. უნდა გვესმოდეს, რომელი პრობლემის გადაჭრა შეიძლება დაუყოვნებლივ და რომელია უკეთ გასაანალიზებელი. 14 სექტემბერია …
სრულად წაკითხვა »რავანელი: “იუვეში” ტოტალური დაბნეულობაა”
ტურინის „იუვენტუსის“ მარცხს ფაბრიციო რავანელი გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის ტოტალურად დაბნეული გუნდი, რომელმაც ის ხასიათიც დაკარგა, რითაც „იუვე“ ყოველთვის გამორჩეული იყო. „ძნელია თქმა, თუ რატომ იტანჯება ასე „იუვენტუსი“, ჩემი აზრით, ეს არის ტოტალურად დაბნეული გუნდი, როგორც ფიზიკურად, ასევე თამაშის თვალსაზრისით. ზოგჯერ კი სულისკვეთების გარეშეც. ეს არის იმედგამაცრუებელი „იუვე“, …
სრულად წაკითხვა »პერინი: “ის მოხდა, რაც ბოლო დროს ხდება, გამოსავალი უნდა ვიპოვოთ”
ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე მატია პერინმა „ბენფიკასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდს პრობლემები აქვს, მაგრამ გამოსავალი უნდა იპოვონ, რადგან სხვა გზა არ არსებობს. „რა მოხდა? რაც ხდება ამ ბოლო დროს. საჭიროა გვქონდეს ის რიტმი და ინტენსივობა ბოლომდე, რაც თამაშების დასაწყისში. პირველი 20 წუთი კარგად ვითამაშეთ, გოლიც გავიტანეთ, მაგრამ …
სრულად წაკითხვა »“იუვე” – “ბენფიკა”: ფეხბურთელთა შეფასებები
ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბენფიკასთან“ 1:2 დამარცხდა და ჯგუფში 0 ქულით აუტსაიდერია. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: პერინი 6.5 – ჩემპიონთა ლიგაზეც თავდაჯერებულია, ყველაფერი მოიგერია, რისი მოგერიებაც შეიძლებოდა. ბრემერი 5 – დასვენების დროა, ალეგრი კი ყოველთვის ათამაშებს. ის არ არის ბრწყინვალე და ბოლოს 2:2-ის გოლიც შთანთქა. ბონუჩი 6.5 …
სრულად წაკითხვა »ბონუჩი: “ფანების სტვენა დამსახურებულია, გუნდის თამაშით შეშფოთებული ვარ”
ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ „ბენფიკასთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ფანებმა გუნდს დამსახურებულად უსტვინეს. „ფანების სტვენა სწორია. შეშფოთებული ვარ, დასამალი არაფერია. თამაშს ხშირად ვეთიშებით, გონებრივი ან ფიზიკური ფაქტორების გამო. ძალიან გვიჭირს თამაშებში ბოლომდე დარჩენა, სათქმელი ცოტაა. წავაგეთ თამაში, რომელიც აბსოლუტურად არ უნდა წაგვეგო და სწორია, რომ …
სრულად წაკითხვა »ალეგრი: “გათავისუფლების საფრთხეს არ ვგრძნობ, მუშაობაზე ვფიქრობ”
ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბენფიკასთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გათავისუფლების საფრთხეს არ გრძნობს და მუშაობას აგრძელებს. „რთულია თამაშის ახსნა, 2:1-ის შემდეგ მატჩი დასრულდა. ისევ კაპიტულაცია გამოვაცხადეთ. ახსნა-განმარტებებს აზრი არ აქვს, უბრალოდ ჩუმად უნდა ვიყოთ, ვიმუშაოთ და მომავალზე ვიფიქროთ. კრიტიკა? გუნდთან უკვე ვისაუბრე, ასეთი მომენტები …
სრულად წაკითხვა »“ბენფიკას” მწვრთნელი: “იუვეს” უჭირს, მაგრამ ურთულეს თამაშს ველოდებით”
ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა როჯერ შმიდტმა „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ „იუვეს“ პრობლემების მიუხედავად, ურთულეს თამაშს ელოდება. „რთული მატჩი იქნება, „იუვეს“ აქვს ხარისხი და გამოცდილება, შესანიშნავი გუნდია. ჩემპიონატში უჭირს, მაგრამ ჩვენ მათ ამით არ განვსჯით. ვიცით, რომ შესანიშნავად შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში ევროტურნირებზე. პარიზში ვერ მოიგო, მაგრამ ვიცით, …
სრულად წაკითხვა »