მთავარი / სიახლეები / რუგანი: “სარიმ ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა”

რუგანი: “სარიმ ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი დანიელე რუგანი მაურიციო სარის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას მიესალმება. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, სარის მის კარიერაში განსაკუთრებულლი როლი აქვს შესრულებული.

„იუვეში“ იჯარით ვთამაშობდი და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩემი სახლიდან შორს ვცხოვრობდი, გავიზარდე და მოვუმატე. მყავდა ძალიან კარგი მწვრთნელი მარკო ბარონის სახით.

„იუვეში“ მისვლისთანავე სამედიცინო შემოწმება გავიარე, შემდეგ კი შატილონში გუნდთან ერთად შეკრებაზე ვიყავი. იტალიის ჩემპიონები, კონტეს მეორე სეზონი იყო.  საოცარი ემოცია დამეუფლა, ის წელი ჩემთვის გარდამტეხი გალხდათ.

სარი? მივესალმები მას. პროფესიონალებში თამაშის შესაძლებლობა მან მომცა. ერთ-ერთი ამხანაგური თამში წინ მითხრა: „თუ ბურთის წაკითხვას შეძლებ, ფეხბურთელიც გახდები“. ამ სიტყვებმა ჩემში რაღაც შეცვალა“, – თქვა რუგანიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …