მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ლაზარეთიდან სამი ფეხბურთელი დაუბრუნდა

“იუვეს” ლაზარეთიდან სამი ფეხბურთელი დაუბრუნდა

ტურინის „იუვენტუსის“ ლაზარეთიდან კარგი ამბებია. Sky Sport-ის ცნობით, „მილანთან“ მატჩისთვის მზად არიან პაულო დიბალა, მარიო მანჯუკიჩი და ლეონარდო სპინაცოლა. მასიმილიანო ალეგრის სამივე ფეხბურთელზე დაყრდნობა შეუძლია.

შაბათის შეხვედრაში განაცხადში სავარაუდოდ ვერ მოხვდებიან დუგლას კოშტა, სამი ხედირა და ხუან კუადრადო, მაგრამ ისინიც ახლოს არიან დაბრუნებასთან. თუმცა, კოლუმბიელი შემტევი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ იმყოფება და მისი გამოყენება მხოლოდ სერია A-ში იქნება შესაძლებელი.

და რაც მთავარია, კრიშტიანუ რონალდუ – პორტუგალიელის „აიაქსთან“ თამაში გადაწყვეტილი ახლაც არაა, მაგრამ პოზიტიური სიგნალები შეინიშნება. იტალიური მედიის ცნობით, რონალდუ დაბრუნებასთან ახლოსაა, თუმცა ერთი გარემოებაა – „იუვენტუსში“ რისკზე წასვლა ერთი თამაშის გამო არავის უნდა. წესით, ყველაფერი უახლოეს დღეებში გამოჩნდება და რონალდუს თამაშის საკითხიც გაირკვევა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …