მთავარი / სიახლეები / ბენტანკური: “იუვეს დატოვების მიზეზი არ მაქვს”

ბენტანკური: “იუვეს დატოვების მიზეზი არ მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი როდრიგო ბენტანკური ბოლო დროს მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუკავშირეს, თუმცა, ურუგვაელმა ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია უარყო.

როგორც ბენტანკურმა თქვა, „იუვეს“ დატოვების მიზეზი არ გააჩნია.

„ატლეტიკო“? არაფერი ვიცი, პირველად ამის შესახებ სოციალურ მედიაში წავიკითხე. მე ჩემი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ და ყოველთვის ვცდილობ თავდამსხმელებს დავეხმარო. ვფიქრობ, „იუვეში“ პოზიტიური სეზონი მქონდა, განსაკუთრებით პირველი 6 თვე.

„იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ, საოცარი გუნდია. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, აქედან არასდროს წავიდოდი. არანაირი მოტივი გუნდის დასატოვებლად არ მაქვს“, – თქვა ბენტანკურმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …