მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაჯოლი: “იუვეში” დასაბრუნებლად მზად ვარ”

ფაჯოლი: “იუვეში” დასაბრუნებლად მზად ვარ”

„იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილ ნიკოლო ფაჯოლის „კრემონეზეში“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და კრემონელები 26-წლიანი პაუზის შემდეგ სერია A-ში დაბრუნდნენ. 21 წლის ნახევარმცველი ტურინში დაბრუნებაზე ოცნებობს და ფიქრობს, რომ ამისთვის მზად არის.

– თვალები რომ დახუჭოთ, რა იქნება პირველი სურათი, რომელიც „კრემონეზესთან“ ერთად წარმოგიდგებათ?

– ბუფონის კარში გატანილი გოლი. ჯიჯი დიდებული ადამიანია, თამაშის შემდეგ მან მომილოცა.

– „იუვენტუსიდან“ ყოფილი თანაგუნდელებიდან ვინ იყო პირველი ვინც სერია A-ში აღზევება მოგილოცათ?

– პირველები იყვნენ კიეზა და მორატა. ალვაროსთან და მის ოჯახთან შესანიშნავი ურთიერთობა გასული წლიდან მაქვს.

– მორატამ, როდესაც ტურინი კრემონაში გადასვლისას დატოვეთ, გითხრათ: „იუვეში“ კიდევ შევხვდებით“. მზად ხართ დასაბრუნებლად?

– კი, ჩემი ოცნება ისევ ეს არის, მაგრამ არც ჩემი მომავალი ვიცი და არც ალვაროს. ახლა ვტკბები ამ გამარჯვებით და შემდეგ დრო მექნება „იუვეს“ მენეჯერებთან და ჩემს აგენტებთან სასაუბროდ.

– ვინ არის შენთვის მისაბაძი ფეხბურთელი?

– მოდრიჩი.

– მოდრიჩთან ერთად რომ ივახშმოთ…

– მას ვკითხავდი, როგორ უნარჩუნებს შიმშილის გრძნობას ამ დრომდე.

– ის, ვინც კრიშტიანუ რონალდუ ახლოდან ნახა, ამით გაკვირვებული თითქოს არ უნდა იყოს…

– სინამდვილეში კრიშტიანუს უნიკალური სულისკვეთება აქვს. დროდადრო ვწერ და ის ყოველთვის მპასუხობს.

– ბევრს საუბრობენ „იუვენტუსის“ ნახევარდაცვის გაძლიერებაზე. რა მოხდება, თუ „იუვენტუსის“ მოდრიჩი გახდები?

– ეს ჩემი ოცნებაა, ვნახოთ რა იქნება.

– რას ფიქრობ, „იუვეში“ მირეტისთან ერთად თამაშზე?

– კარგი იქნებოდა, ორივე „იუვეს“ აკადემიაში გავიზარდეთ. თუმცა, დღეს „იუვეში“ ბევრი კარგი ფეხბურთელია და სათამაშო დროის პოვნა ადვილი არ არის. მირეტის ძირითადში თამაში კარგის ნიშანია ყველა ჩვენგანისთვის.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ფაჯოლიმ „კრემონეზეს“ მაისურით სერია B-ში 33 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. მას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ყველაფერი უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს – ან გუნდს დატოვებს, ან კონტრაქტს განაახლებს და დარჩება, ანაც ისევ გაანათხოვრებენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …