მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: “იუვენტუსმა” ნიკოლო როველა გაანათხოვრა

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” ნიკოლო როველა გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა „მონცაში“ ითამაშებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ნიკოლო „მონცას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე მშრალი იჯარით და გამოსყიდვის უფლების გარეშე შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაისად ის „იუვეში“ დაბრუნდება და დამკვიდრებას ეცდება.

ნიკოლო როველა “იუვენტუსმა” წელიწადნახევრის წინ “ჯენოადან” შეიძინა და გენუურ კლუბში ჰყავდა განათხოვრებული. მიმდინარე ზაფხულს ის ტურინში დაბრუნდა, პრესეზონი გუნდთან ერთად გაიარა და სერია A-ს ამ სეზონში სამივე შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა.

თუმცა, ვინაიდან ლეანდრო პარედესის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, ნიკოლომ სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილება რომ მიიღოს, მიმდინარე სეზონს “მონცაში” გაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …