ორი მატჩიც, მერე „იუვენტუსისა“ და მასიმილიანო ალეგრის ურთიერთობა მხოლოდ მოგონება იქნება. გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათის შემდეგ Corriere Della Sera საინტერესო ცნობას ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ანდრეა ანიელი ალეგრის შენარჩუნების მომხრე იყო, მაგრამ მაქსს დიდი მოწინააღმდეგე ჰყავდა – პაველ ნედვედი.
„თუ ალეგრი დარჩება, მე წავალ“, – ასეთი ულტიმატუმით მიუმართავს პრეზიდენტისთვის ვიცე-პრეზიდენტს. ალეგრისა და ნედვედის კონფლიქტი და სხვადასხვა ხედვების გამო წარმოიშვა.
ალეგრის მიაჩნდა, რომ გუნდს ზაფხულში გაძლიერება სჭირდებოდა, მაგალითად აუცილებლად უნდა მოენდომებინა მატის დე ლიხტის ტრანსფერი. გარდა ამისა, პაულო დიბალას, დუგლას კოშტასა და ჟოაუ კანსელუს უნდა შელეოდა. ნედვედი კი ასე არ ფიქრობდა. ჩეხი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსის“ გაძლიერება ძალიან ძნელი იქნება, რადგან ისედაც ძლიერია.
აღსანიშნავია, რომ პაველს მხარდამჭერიც ჰყავდა – ფაბიო პარატიჩი. სწორედ ისინი ლობირებენ გუნდში ანტონიო კონტეს დაბრუნებას. ნიშანდობლივია სიმონე ინძაგის კანდიდატურაც, რომელთანაც იმავე პარატიჩის დიდი ხნის ნაცნობბა და პრაქტიკულად მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
ალეგრის რაც შეეხება, პსჟ-ს, „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ტოსკანელმა ერთწლიანი პაუზა აიღოს.