ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი მორენო ტორიჩელი ფიქრობს, რომ მოქმედი გუნდი გამარჯვების სურვილით 1996 წლის „იუვეს“ ჰგავს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ვეტერანი ფეხბურთელის ინტერვიუ Goal.com-ზე გამოქვეყნდა.
– ხედავთ ამჟამინდელ „იუვენტუსსა“ და 1996 წლის გუნდს შორის მსგავსებას?
– დიახ, გამარჯვების სურვილით. როდესაც ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, ყველას უნდოდა ამ თასის მოგება. ამ გუნდშიც ანალოგიურ სურვილს ვხედავდ. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ყველა ეპოქას თავისი ისტორია აქვს და პარალელების გავლებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
– „აიაქსმა“ რომ „რეალი დაამარცხა, გაგიკვირდათ?
– ჰოლანდიელების თამაშის ორგანიზება შესანიშნავად შეუძლიათ და ხარისხის მაღალი მაჩვენებელიც აქვთ. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დიდი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ სახლშიც მომეწონა მათი თამაში პიროვნულობა და ხასიათი.
– „ბიანკონერიმ“ ყველაზე დიდი ყურადღება რას უნდა მიაქციოს?
– მთავარია ის ფაქტი, რომ ახლა „აიაქსს“ დასაკარგი არაფერი აქვს. „იუვე“ თამაშს სწორად და მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა მიუდგეს.
– რამ უფრო გაგაოცათ, „მეტროპოლიტანოზე“ სუსტმა თამაშმა თუ ქამ-ბექმა?
– მადრიდში ჩატარებულმა თამაშმა ცალსახად. როდესაც ქამ-ბექი შედგა, ეს „იუვენტუსისთვის“ დამახასიათებელი თამაში იყო.
– კრიშტიანუ რონალდუ…
– პორტუგალიელმა „ატლეტიკოსთან“ კიდევ ერთხელ გააკეთა წარმოუდგენელი რამ და დაამტკიცა, რომ სწორედ ასეთი საღამოებით ცხოვრობს.
– მიგაჩნიათ, რომ „იუვეს“ ამ სეზონში ყველაზე დიდი შანსი აქვს ჩემპიონობის?
– რა თქმა უნდა, გაარკვეული თამაშები ზრდის თვითშეფასებას და რწმენას. სკუდეტოსთვის ბრძოლა დახურულია და შეუძლია მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთოს.