ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ჰოლანდიელი სპეციალისტის განცხადებით „იუვე“ ფავორიტია, მაგრამ მის გუნდს შეუძლია წარმატების მიღწევა.
„ეს დიდი თამაში იქნება. „იუვე“ ფავორიტია, რადგან ამსტერდამში 1:1 ითამაშა, გოლი გაიტანა. ხვალ კიდევ ერთხე მოგვიწევს ჩვენი შესაძლებლობების ჩვენება. „იუვე“ „რეალი“ არაა, საფეხბურთო კულტურა განსხვავებული აქვს. ალეგრი ძალიან მომზადებულია და ვფიქრობ, პირველი მატჩისგან გასნხვავებულად ათამაშებს გუნდს. ჩვენ თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ უფრო მეტის გატანა ვერ მოვახერხეთ. ჩვენი გუნდი ახალგაზრდულია, მაგრამ იცის, როგორ ითამაშოს მტკიცედ. სეზონის დასაწყისში არ ვფიქრობდით, რომ გრანდებს კონკურენციას გავუწევდით, მაგრამ ახლა თვითრწმენა გვაქვს. დე იონგი? არ ვიცი, იქნება თუ არა მოედანზე, ხვალ უნდა შევხედოთ. თუ ის იტყვის, რომ თამაში შეუძლია, ითამაშებს“, – თქვა ტენ ჰაგმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ მატჩი 16 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.