მთავარი / თეგის არქივი: ნაპოლი (გვერდი 13)

თეგის არქივი: ნაპოლი

“იუვე” – “ნაპოლი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლი“ დაამარცხა (4:3) და უდანაკარგოდ ასპარეზობს. გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 6 – მე-14 წუთზე ალანის დარტყმულზე საოცარი რეაქცია გამოავლინა. გაშვებულ გოლებში ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე, მაგრამ მაინც – სამი გოლი გაუშვა, რაც ბევრია. დე შილიო 6 – პარმაში დაადასტურა, რომ სასტარტოში თამაში …

სრულად წაკითხვა »

იგუაინი: “მოგება დავიმსახურეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ „პიპიტამ“ კომენტარიც გააკეთა. „კარგად დავიწყეთ, შემდეგ კი, მათმა ორმა გოლმა თამაშიდან გაგვაგდო. გაათანაბრეს კიდეც, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ. გუნდმა ყველაფერი გააკეთა და ჯილდოდ სამი ქულაც მიიღო. თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს“, – აღნიშნა იგუაინმა. „იუვენტუსი“ მომდევნო …

სრულად წაკითხვა »

მარტუშიელო: “სარი უკმაყოფილოა, რადგან 4:0 მოგება უნდოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჯოვანი მარტუშიელომ „ნაპოლისთან“ (4:3) მატჩის შემდეგ ისაუბრა. მისი განცხადებით, მაურიციო სარის 4:0 გამარჯვება უნდოდა და ამიტომ, უკმაყოფილო დარჩა. „3:0-ის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემა იყო, მეტოქეს თამაშში დაბრუნების შანსი მივეცით, დავუშვით პოზიციური შედომა და ცოტა შეგვეშინდა. მაგრამ ერთი საათი იყო სუპერი. სარი კმაყოფილი დარჩა? არა, მას სურდა …

სრულად წაკითხვა »

ნაადრევად დაჯერებული გამარჯვება

ტურინის „იუვენტუსმა“ 2019-2020 წლების სეზონში პირველი საშინაო თამაში ჩაატარა და უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა. არადა, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, თითქოს მაურიციო სარის გუნდს (რომელიც ისევ არ იყო სათადარიგო სკამზე, მაგრამ იყო ტრიბუნაზე) ძალიან ადვილად უნდა მოეგო. „ნაპოლისთან“ „ბებერ სინიორას“ მარტივი გასეირნება რომ არ ექნებოდა, ცხადი გახლდათ, მაგრამ თავიდან ყველაფერი იდეალურად წარიმართა. მე-15 …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ნაპოლისთან”

ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი „ნაპოლის“ წინააღმდეგ ცნობილია. „პარმასთან“ მატჩთან შედარებით ერთი ცვლილებაა – ჯორჯო კიელინის ადგილი დანიელე რუგანიმ დაიკავა. სრული სია კი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: დე შილიო, დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, ბონუჩი, რუგანი, დემირალი ნახევარმცველები: პიანიჩი, ხედირა, მატუიდი, ემრე ჯანი, რაბიო, ბენტანკური თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, …

სრულად წაკითხვა »

მარტუშიელოს პრესკონფერენცია “ნაპოლისთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჯოვანი მარტუშიელომ „ნაპოლისთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტი არ დაკონკრეტებულა გუნდის ძირითადი შემადგენლობის შესახებ და თქვა, რომ გადაწყვეტილებას ბოლო ვარჯიშის შემდეგ მიიღებენ. „ჩვენ გვაინტერესებს როგორ ითამაშებს გუნდი ხვალ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ისეთ მნიშვნელოვან მატჩში, როგორიც „ნაპოლისთან“ გველოდება. გონსალო იგუაინმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მიის მახასიათებლები, …

სრულად წაკითხვა »

ტურინში მაურიციო სარიზე გაბრაზებულნი არიან

ტურინში მაურიციო სარიზე გაბრაზებულნი არიან

იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი შესაძლოა ნაპოლის წინააღმდეგ მატჩში სკამზე დაბრუნდეს, მაგრამ ტურინში მასზე გაბრაზებულნი არიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იტალიელი სპეციალისტით. მიზეზი ის არის, რომ მაურიციო სარიმ უარი თქვა მოწევისთვის თავის დანებებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ფილტვების ანთება დაუდგინეს. რამოდენიმე დღის წინ გაზეთმა Corriere della Sera-მ გამოაქვეყნა …

სრულად წაკითხვა »

სარი “იუვეს” ვარჯიშს დაესწრო

ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად მაურიციო სარი „იუვენტუსს“ დაუბრუნდა და დღეს სრულიად მოულოდნელად კონტინასას ბაზას ესტუმრა, სადაც გუნდის ვარჯიშს თვალი მიადევნა. დილის ვარჯიშს კი, ჯოვანი მარტუშიელო ხელმძღვანელობდა, რომელიც „ნაპოლისთან“ სათადარიგო სკამზე სარის ადგილს დაიკავებს. მაურიციო კი, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ვარჯიშს დაესწრო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გუნდთან ერთად არ იქნება. თუმცა, იტალიელი სპეციალისტი …

სრულად წაკითხვა »

დრის მერტენსი სიმულაციის გამო არ დაისჯება

დრის მერტენსი არ დაისჯება სიმულაციის გამო

ნაპოლის თავდამსხმელი დრის მერტენსი არ დაისჯება სიმულაციის გამო, რასაც თერთმეტმეტრიანიდან გოლი მოჰყვა ფიორენტინას კარში. სამშაბათს FIGC-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფედერალური პროკურორი არ განიხილავს ბელგიელის სიმულაციას რეტროსპექტულად. ამის გარდა ფიორენტინას დაეკისრა ჯარიმის სახით 10,000 ევროს გადახდა მატჩის მიმდინარეობისას გულშემატკივრების ანტინეაპოლიტანური შეძახილების გამო. ამრიგად დრის მერტენსი შეძლებს სერია A-ს მეორე ტურში იუვენტუსთან …

სრულად წაკითხვა »

იუვენტუსს ნაპოლისთან სავარაუდოდ მაურიციო სარი უხელმძღვანელებს

იუვენტუსს ნაპოლისთან სავარაუდოდ მაურიციო სარი უხელმძღვანელებს

იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის რანგში მაურიციო სარის, დებიუტი სერია ა-ში სავარაუდოდ მის ყოფილ გუნდთთან, ნაპოლისთან მატჩი შედგება. La Stampa-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი სპეციალისტი მალევე გამოჯანმრთელდა და შეძლებს იუვენტუსს დაეხმაროს მეორე ტურის მატჩში, რომელშიც ტურინული გუნდი სარისთვის კარგად ნაცნობ ნაპოლის დაუპირისპირდება. საბოლოო გადაწყვეტილებას, ამ მატჩში სარის მონაწილეობასთან დაკავშირებით, პარასკევს მიიღებენ. …

სრულად წაკითხვა »