მთავარი / თეგის არქივი: მატია პერინი (გვერდი 2)

თეგის არქივი: მატია პერინი

ოფიციალურად: პერინმა “იუვესთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ტურინის „იუვენტუსმა“ მატია პერინს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. პერინი „იუვეში“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება და მან ხელფასი შეიმცირა. 29 წლის კიპერის ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა. მიმდინარე სეზონში მატიამ ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა. ის „იუვემ“ 2018 წელს „ჯენოადან“ შეიძინა და 2018-2019 წლების სეზონში …

სრულად წაკითხვა »

პერინი “იუვესთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ მატია პერინს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. 29 წლის მეკარეს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, მხარეებმა ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს. პერინი „იუვესთან“ ახალ ხელშეკრულებას 2025 წლამდე გააფორმებს და მეორე მეკარის როლზე თანახმა იქნება. მიმდინარე სეზონში მატიამ ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა. ის „იუვემ“ 2018 წელს „ჯენოადან“ …

სრულად წაკითხვა »

პერინი: “პირველი ტაიმი ჩვენთვის გაკვეთილი იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ მატია პერინმა „სასუოლოსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა კარის დარაჯმა აღნიშნა, პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომები მათთვის გაკვეთილი იქნება. „შეიძლება სწრაფმა გოლმა ცოტათი მოგვადუნა, მაგრამ ვიცით, რომ ამის საშუალება არ გვაქვს, ჩვენთვის ესეც გაკვეთილი იქნება. თუმცა, ამ ყველაფერმა გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. ვიცოდით, რომ რთული …

სრულად წაკითხვა »

“იუვეში” ხუთ ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურება: სამი განაახლებს, ერთი არა, ერთიც – უცნობია

„იუვენტუსში“ ახლა მთელი ყურადღება დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერს და ზოგადად სატრანსფერო ფანჯარას აქვს დათმობილი, რომელიც ხუთ დღეში იხურება, შემდეგ კი მაურიციო არივაბენესა და ფედერიკო კერუბინის მთავარი საზრუნავი იმ ფეხბურთელებტან კონტრაქტის განახლება იქნება, რომელთაც ხელშეკრულება 5 თვეში, 30 ივნისს ეწურებათ. ასეთი კი ტურინულ გრანდში ხუთი ფეხბურთელია: ფედერიკო ბერნარდესკი, ხუან კუადრადო, მატია დე …

სრულად წაკითხვა »

პერინი: “იუვეში” გადასვლას არ ვნანობ, პირიქით, იქ ყველაფერი ვისწავლე”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ მატია პერინმა განაცხადა, რომ „ბებერ ქალბატონში“ გადასვლას არ ნანობს, პირიქით, ტურინში ყველაფერი ისწავლა. „იუვეში“ წასვლა არ მინახია, როგორც ზოგი ფიქრობს. ტურინში ბევრი რამ ვისწავლე, თითქმის ყველაფერი. მაგალითს მოვიყვან: მიჩვეული ვიყავი ვარჯიშზე საათნახევრით ადრე მისვლას. ჯერ ვსაუზმობდი, შემდეგ კი დარბაზში მივდიოდი, სანამ მოედანზე გავიდოდი. მეგონა, რომ ყველაფერს …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” კიეზას ტრანსფერში პერინის ჩართვას გეგმავს

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში ფედერიკო კიეზას გადაბირებას აპირებს და ფლორენციის „ფიორენტინასთან“ მოსარიგებელ გზებს ეძებს. იტალიური მედიის ცნობით, „იუვე“ ტრანსფერში ჩართვას მატია პერინს უპირებს, რომელიც იჯარით „ჯენოაში“ თამაშობს. ცხადია, პერინის ტურინში დაბრუნება გამორიცხულია კონკურენციის გამო და ამიტომაც, არ გამორიცხავენ, რომ იტალიელ კიპერს „ფიორენტიას“ შესთავაზებენ. გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას კრისტიან რომეროს, ლუკა …

სრულად წაკითხვა »

პერინი: “რონალდუ “ატლეტიკოსთან” ქამ-ბექში დარწმუნებული იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ მატია პერინმა „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. იტალიელი მეკარე გაკეთებულ არჩევანს არ ნანობს და უაკნ დაბრუნება რომ შეეძლოს, ახლაც იგივეს გააკეთებდა. გარდა ამისა, განაცხადა, რომ ჯანლუიჯი ბუფონი საუკეთესო მეკარეა, რომელთანაც ახლოს არავინ დგას. ასევე აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ატლეტიკოსთან“ ქამ-ბექში დარწმუნებული იყო. „ჩემთვის მითი ბუფონია, არავინ არ …

სრულად წაკითხვა »

პერინი: “იუვეში” გავაცნობიერე, რომ სანამ თამაშობ, მხოლოდ ფეხბურთით უნდა იცხოვრო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ მატია პერინმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ „იუვეში“ გააცნობიერა, რას ნიშნავს ფეხბურთით ცხოვრება. „იუვეში“ გავიგე, რომ სანამ თამაშობ, მხოლოდ ფეხბურთით უნდა იცხოვრო. იქ მხოლოდ საათნახევარი ვარჯიში არაა, უნდა იმუშაო 5-6 საათი დარბაზში, ფიზიოთერაპიაზე, გწონდეს ცხოვრების სწორი წესი. თავის დროზე ბურდისოს რჩევები რომ გამეთვალისწინებინა, ალბათ უფრო …

სრულად წაკითხვა »

მატია პერინი “ჯენოაში” დაბრუნდა

ტურინის იუვენტუსის მეკარე მატია პერინი ამიერიდან“ჯენოაში“ ითამაშებს. იტალიელი ფეხბურთელი გენუურ კლუბში იჯარის წესით გადავიდა და აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პერინი „ბებერი ქალბატონების“ რიგებში სწორედ „ჯენოადან“ გადავიდა თუმცა, იტალიის ჩემპიონი გუნდის მაისური მხოლოდ 9 მატჩში მოირგო. შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონის არყოფნის პერიოდში მატია „იუვეს“ მეორე მეკარე იყო, …

სრულად წაკითხვა »

მატია პერინი “იუვეს” დაემშვიდობა: “მადლობა “იუვენტუსს”

მატია პერინი „ჯენოაში“ ითამაშებს. იტალიელმა მეკარემ სამედიცინო შემოწმება გაიარა და მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა, სადაც მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩება. პერინი „იუვეს“ სოციალურ ქსელში ემოციური წერილით დაემშვიდობა: „ვტოვებ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გუნდს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სეზონის შემდეგ. მე ვიყავი ჩემპიონების თანაგუნდელი, რომელთა მსგავსი ადამიანები ცოტაა, მათგან ვისწავლი პირველ რიგში რას ნიშნავს …

სრულად წაკითხვა »