მთავარი / თეგის არქივი: კორონავირუსი (გვერდი 5)

თეგის არქივი: კორონავირუსი

რონალდუ პორტუგალიაში თავის სასტუმროებს საავადმყოფოებად გარდაქმნის

რონალდუ პორტუგალიაში თავის სასტუმროებს საავადმყოფოებად გარდაქმნის

იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიაში თავის სასტუმროებს საავადმყოფოებად გარდაქმნის კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. Marca-ს თქმით, ის სასტუმროები, რომლებიც კარანტინის გამო დროებით დაიხურა, საავადმყოფოებად გადაიქცევა და მათი გამოყენება უფასოდ იქნება შესაძლებელი. რონალდუ თავისი სახსრებით გადაიხდის ექიმებისა და პერსონალის ხელფასებს, რომლებიც იმუშავებენ ამ საავადმყოფოებში. შეგახსენებთ, რომ რონალდუ პორტუგალიაში კარანტინირებულია მას შემდეგ, რაც კორონავირუსი …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუ: “დავიცვათ წესები ამ რთულ პერიოდში”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ წერილი გამოაქვეყნა. პორტუგალიელმა დაწერა, რომ ჯანმრთელობა მთავარია და მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომლებიც საგანგებო ვითარებაში იბრძვიან. აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუ მადეირაში იმყოფება და იტალიაში დაბრუნებას „იუვენტუსთან“ შეთანხმებით ჯერ არ აპირებს. „მსოფლიო მართლაც რთულ პერიოდს გადის, რომელიც მოითხოვს ყველასგან მაქსიმალურ ყურადღებას და ერთგულებას. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” პიემონტის რეგიონის სასწრაფო დახმარებას 300 ათასი ევროთი დაეხმარა

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებმა და ფეხბურთელებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი შემოწირულობა გაიღეს. როგორც კლუბის ვებგვერდი იტყობინება, პიემონტის სასწრაფო დახმარების კომპანიებს ხელმძვანელები და ფეხბურთელები 300 ათასი ევროს ოდენობის თანხით დაეხმარნენ და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. გარდა ამისა, ამ დღეებში, როდესაც იტალიაში სახლში დარჩენა სავალდებულოა, 1 თვის განმავლობაში „იუვენტუსის“ ტელევიზია ყველასთვის უფასოდ იქნება …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ მადეირაში კარანტინში დარჩება

კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიაში თვითიზოლაციაშია. მოგეხსენებათ, რონალდუ მადეირაში „ინტერთან“ მატჩის შემდეგ გაემგზავრა და პორტუგალიიდან იტალიაში ფრენები აკრძალულია. მართალია, კრიშტიანუს კერძო თვითმფირნავით ჩამოსვლის ნებრათვა ჰქონდა, მაგრამ კლუბთან შეთანხმებით სამშობლოში დარჩა. რონალდუ მუდმივ კონტაქტზეა „იუვენტუსის“ ექიმებთან და კარანტინს სახლში გააგრძელებს. იტალიაში კი, მხოლოდ სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ დაბრუნდება.

სრულად წაკითხვა »

რონალდუ იტალიაში სიტუაციის დასტაბილურებამდე არ დაბრუნდება

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იტალიაში მანამ არ დაბრუნდება, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება. პორტუგალიელი მადეირაში იმყოფება, სადაც დედის სანახავად „ინტერთან“ მატჩის შემდეგ წავიდა. თუმცა, დანიელე რუგანის ინფიცირების შემდეგ კლუბთან შეთანხმებით, რონალდუ სამშობლოში დარჩება. ტურინში კი მხოლოდ მაშინ დაბრუნდება, როდესაც ვითარება დარეგულირდება. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ კარანტინში გადავიდა.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” კარანტინში გადავიდა

ტურინის „იუვენტუსი“ გუნდით და მთელი პერსონალით კარანტინში გადავიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი იტყობინება. მიზეზი დანიელე რუგანის კორონავირუსის დადებითი ტესტია. ჯერჯერობით უცნობია აღენიშნება თუ დაინფიცირება მასთან კონტაქტში მყოფ სხვა ადამიანებს. ამრიგად, „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში „ლიონს“ ვერ დაუპირისპირდება. ტურინელთა გარდა კარანტინში მილანის „ინტერიც“ გადავიდა, რომელთანაც „იუვემ“ კვირას ითამაშა და რუგანის …

სრულად წაკითხვა »

რუგანის კორონავირუსი აღმოაჩნდა

დანიელე რუგანის კორონავირუსი აღმოაჩნდა. აღნიშნული ინფორმაცია „იუვეს“ ვებგვერდმა გაავრცელა. „ფეხბურთელ დანიელე რუგანის კორონავირუსის COVID-19-ის ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ამჟამად ის ასიმპტომურია. „იუვენტუსი“ ააქტიურებს კანონით მოთხოვნილ ყველა იზოლაციის პროცედურას, მათ შორის, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა“, – წერს „იუვეს“ ვებგვერდი. ჯერჯერობით უცნობია, უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია.

სრულად წაკითხვა »

კლაუდიო მარკიზიო კარანტინის დამრღვევ იტალიელებს აკრიტიკებს

კლაუდიო მარკიზიო კარანტინის დამრღვევ იტალიელებს აკრიტიკებს

კლაუდიო მარკიზიომ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა და მკაცრად დაგმო ის ადამიანები, რომლებიც არ იღებდნენ ზომებს კორონავირუსის გამოვლენის დროს. შეგახსენებთ იტალიაში კარანტინია და წითელ ზონად გამოცხადდა. მაცხოვრებლებს ურჩევენ არ დატოვონ სახლი საპატიო მიზეზის გარეშე. “მათ, ვინც წითელი ზონა დატოვა იმიტომ, რომ ასე უნდოდათ; მათ, ვისი სკოლაც დაიხურა და მან საღამოს მეგობრებთან გასეირნება …

სრულად წაკითხვა »

კორონავირუსი “იუვეს” ყოფილ ფეხბურთელს აღმოაჩნდა

იტალიური სერია C-ს საფეხბურთო კლუბ „პიანეზეს“ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა და ეს მოთამაშე ნიგერიელ-იტალიელი თავდამსხმელი კინგ უდო გახლავთ. 22 წლის ფეხბურთელი სიენას საავადმყოფოშია მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ უდო „იუვენტუსის“ აკადემიაში 2011-2016 წლებში ირიცხებოდა და მთავარ გუნდთან ერთადაც ვარჯიშობდა. „პიანეზემ“ კი ბოლო მატჩი „იუვეს“ 23-წლამდე გუნდთან ჩაატარა და ამიტომ, ტურინელთა სარეზერვო გუნდს დროებით …

სრულად წაკითხვა »

სერია C-ს გუნდის ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ოთხი დღის წინ ამ გუნდმა “იუვენტუსის” 23-წლამდე გუნდთან ითამაშა

იტალიის სერია C-ს ბინადარ „პიანეზეს“ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ფეხბურთელის ვინაობა ამ დრომდე არ გასაჯაროვებულა. აღსანიშნავია, რომ „პიანეზე“ ოთხი დღის წინ „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდს დაუპირისპირდა. სხვა დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა, მაგრამ ცნობილია, რომ “იუვესთან” მას არ უთამაშია და განაცხადში არ იმყოფებოდა.

სრულად წაკითხვა »