ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ წერილი გამოაქვეყნა. პორტუგალიელმა დაწერა, რომ ჯანმრთელობა მთავარია და მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომლებიც საგანგებო ვითარებაში იბრძვიან.
აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუ მადეირაში იმყოფება და იტალიაში დაბრუნებას „იუვენტუსთან“ შეთანხმებით ჯერ არ აპირებს.
„მსოფლიო მართლაც რთულ პერიოდს გადის, რომელიც მოითხოვს ყველასგან მაქსიმალურ ყურადღებას და ერთგულებას. დღეს მე ვსაუბრობ არამხოლოდ, როგორც ფეხბურთელი, არამედ, როგორც შვილი, მამა, ადამიანი, რომელიც შეშფოთებულია უახლესი მოვლენებით და გავლენას ახდენს მთელ სამყაროზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესები, ქცევები, რომელიც გვეუბნება თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას. ადამიანის სიცოცხლე უპირველესია და ყველა სხვა ინტერესზე მაღლა დგას. მინდა ყველას მივუსამძიმრო, ვინც ახლობლები კორონავირუსის გამო დაკარგა. ასევე ჩემი მხარდაჭერა ჩემს თანაგუნდელ დანიელე რუგანის და წარმოუდგენელ პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, რომ სხვები გადაარჩინონ“, – დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.