იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიაში თავის სასტუმროებს საავადმყოფოებად გარდაქმნის კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.
Marca-ს თქმით, ის სასტუმროები, რომლებიც კარანტინის გამო დროებით დაიხურა, საავადმყოფოებად გადაიქცევა და მათი გამოყენება უფასოდ იქნება შესაძლებელი. რონალდუ თავისი სახსრებით გადაიხდის ექიმებისა და პერსონალის ხელფასებს, რომლებიც იმუშავებენ ამ საავადმყოფოებში.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ პორტუგალიაში კარანტინირებულია მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გამოუვლინდა მის თანაგუნდელ დანიელე რუგანის.