კლაუდიო მარკიზიომ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა და მკაცრად დაგმო ის ადამიანები, რომლებიც არ იღებდნენ ზომებს კორონავირუსის გამოვლენის დროს.
შეგახსენებთ იტალიაში კარანტინია და წითელ ზონად გამოცხადდა. მაცხოვრებლებს ურჩევენ არ დატოვონ სახლი საპატიო მიზეზის გარეშე.
“მათ, ვინც წითელი ზონა დატოვა იმიტომ, რომ ასე უნდოდათ; მათ, ვისი სკოლაც დაიხურა და მან საღამოს მეგობრებთან გასეირნება გადაწყვიტა; მათ, ვისაც თხილამურებზე უარის თქმა არ შეუძლია; მათ ვისაც დაგეგმილი განრიგის შეცვლა არ შეუძლია; როცა ამ ფოტოს უყურებთ თავს ნაგვად არ თვლით?” – წერს კლაუდიო მარკიზიო.
10 მარტს იტალიის პრემიერ მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ, ყველა სპორტული გათამაშების შეჩერების შესახებ განაცხადა. მათ შორის 3 აპრილამდე გადაიოდა სერია ა-ს გათამაშებაც.