მთავარი / თეგის არქივი: ხუან კუადრადო (გვერდი 4)

თეგის არქივი: ხუან კუადრადო

კუადრადო და ბონუჩი ბრუნდებიან

ტურინის „იუვენტუსის“ ლაზარეთი ოდნავ ცარიელდება. იტალიური მედიის ცნობით, რომის „ლაციოსთან“ განაცხადში ხუან კუადრადო და ლეონარდო ბონუჩი დაბრუნდებიან. ორივე ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და დიდი შანსია, რომ ანდრეა პირლომ ისინი მატჩისთვის გამოიძახოს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მოახერხებენ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას. ამ დროისთვის უფრო დაიმაიმედებელი ცნობები ხუან კუადრადოსთან მიმართებაში ვრცელდება. „იუვესთვის“ ახლა …

სრულად წაკითხვა »

პირლოს 11 ფეხბურთელის გარდა არჩევანი აღარ აქვს: როდის დაბრუნებიან ტრავმირებულები?

„იუვენტუსი“ ძალიან ცუდი ფორმაშია და ეს შედეგებშიც ისახება. ანდრეა პირლოს განსაკუთრებით შეტევაში უჭირს, სადაც გოლებსაც ნაკლებად იტანს და საგოლე მომენტებსაც ხშირად ვერ ქმნის. დაცვაში სერია A-ს ბოლო 6 მატჩში ტურინელებმა მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს, მაგრამ ორივე გოლის გამო მთლიანობაში 5 ქულა დაკარგეს („ნაპოლისთან“ 0:1, „ვერონასთან“ 1:1). სწორედ ეს მიანიშნებს, რომ …

სრულად წაკითხვა »

როდის დაბრუნდებიან კუადრადო, კიელინი და ბონუჩი?

ტურინის „იუვენტუსის“ ლაზარეთი სავსეა და ანდრეა პირლოს გუნდს რამდენიმე ლიდერი ტრავმირებული ჰყავს. მათ შორის, ხუან კუადრადო, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი. Tuttosport-ის ცნობით, სამივე ფეხბურთელი სავარაუდოდ პირლოს განკარგულებაში 6 მარტს, რომის „ლაციოსთან“ მატჩისთვის იქნებიან. შესაძლოა, ძირითადში ვერ ითამაშონ, მაგრამ შეცვლაზე თამაში შეძლონ. მთავარი მიზანი კი სამივე ფეხბურთელის „პორტუსთან“ მატჩისვის ფორმაში …

სრულად წაკითხვა »

კიელინიდან კუადრადომდე: “იუვეს” ლაზარეთი გადავსებულია და გუნდის ლიდერებს ტრავმები აქვთ

ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმების ეპიდემიაა. დღეს J Medical-ში სამედიცინო შემოწმებას ჯორჯო კიელინი, ლეონადო ბონუჩი და როდრიგო ბენტანკური გაივლიან. სამივე მოთამშე ტრავმირებულია. ურუგვაელი ნახევარმცველის შესახებ ამ ეტაპზე მეტი ცნობა არ ვრცელდება. კიელინის კუნთის პრობლემა აქვს და წინასწარი ვარაუდით ორი კვირა ვერ ითამაშებს, ხოლო ბონუჩის 3 კვირით მოუწევს უქმობა, ის „პორტუსთან“ მოსამსაზდებელ პერიოდში …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ხუან კუადრადო გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსს“ ხუან კუადრადო გამოაკლდა. კოლუმბიელმა მცველმა ტრავმა „ნაპოლისთან“ პირველი ტაიმის ბოლოს მიიღო. როგორც იტალიური მედია წერს, მას უახლოესი ორი მატჩი „პორტუსთან“ და „კროტონესთან“ ნამდვილად გაუცდება, მაგრამ დიდი შანსია 15-20 დღე იუქმოს. ეს ანდრეა პირლოს გუნდისთვის დიდი დანაკლისია, რადგან კუადრადო მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა.

სრულად წაკითხვა »

ხუან კუადრადო: “იუვე” ბოლომდე იბრძოლებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ „ბოლონიასთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ამ შეხვედრაში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მეორე ტაიმში ვესტონ მაკკენის საგოლე გადაცემა გაუკეთა. „რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო, რადგან ლიდერის პოზიციას გვაახლოვებს და წინ კიდევ ბევრი თამაშია. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული როგორც ყოველთვის. ეს …

სრულად წაკითხვა »

ხუან კუადრადო გამოჯანმრთელდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ხუან კუადრადო კორონავირუსისგან განიკურნა და თვითიზოლაცია დაასრულა. კოლუმბიელი გუნდს რეჯიო ემილიაში შეუერთდა და განაცხადში ჩაამატეს. შესაბამისად, დღეს ანდრეა პირლოს მისი მოედანზე გაყვანა შეეძლება. შეგახსენებთ, რომ კუადრადოს კორონავირუსი 5 იანვარს დაუდასტურდა.

სრულად წაკითხვა »

ხუან კუადრადოს კორონავირუსი აქვს

ტურინის „იუვენტუსი“ „მილანთან“ საკადრო პრობლემებით ხვდება. ალექს სანდროს შემდეგ კორონავირუსი ხუან კუადრადოს დაუდასტურდა და ხვალ ვერ ვითამაშებს. ფეხბურთელს ვირუსი უსიმპტომოდ აქვს და თვითიზოლაციაში გადავიდა. ჯერჯერობით სხვა ფეხბურთელების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რო „მილანი“ – „იუვენტუსის“ მატჩი 6 იანვარს, 23:45 საათზე გაიმართება.

სრულად წაკითხვა »

“ატალანტას” ფეხბურთელი: “კუადრადოსთან უხეშობისთვის წითელ ბარათს ვიმსახურებდი”

ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელმა მარტენ დე რუნმა ტვიტერში დაწერა, რომ ხუან კუადრადოსთან უხეშობის გამო გაძევებას იმსახურებდა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრის პოსტს უპასუხა და კოლუმბიელ ნახევარმცველს ბოდიში მოუხადა. „კარგი თამაში გქონდათ, მაგრამ კუადრადოზე ვარდნის გამო უნდა გაეძევებინეთ“, – წრს ტვიტერში ერთ-ერთი გულშემატკივარი. დერუნმა მას უპასუხა და დაეთანხმა: „გეთანხმებით. დავაგვიანე და ძალიან უხეშად ვითამაშე. …

სრულად წაკითხვა »

კუადრადო: “ჩემთვის საამაყო იყო “იუვეს” კაპიტნობა”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „კალიარი“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლით დაამარცხა და ამ შეხვედრაში გუნდს პირველად უკაპიტნა ხუან კუადრადომ. კოლუმბიელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ბედნიერი ვარ, კარგი მატჩი ჩავატარეთ, ვნახეთ გამარჯვების სურვილი და მონდომება. მაღალ პრესინგს ვთამაშობდით, რამაც გაადვიალა ბურთის დაბრუნება და თამაში. ვისიამოვნეთ და კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეგვეძლო, …

სრულად წაკითხვა »