ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „კალიარი“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლით დაამარცხა და ამ შეხვედრაში გუნდს პირველად უკაპიტნა ხუან კუადრადომ. კოლუმბიელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ბედნიერი ვარ, კარგი მატჩი ჩავატარეთ, ვნახეთ გამარჯვების სურვილი და მონდომება. მაღალ პრესინგს ვთამაშობდით, რამაც გაადვიალა ბურთის დაბრუნება და თამაში. ვისიამოვნეთ და კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ მთავარი შედეგია. მშენებარე გუნდი ვართ, ბევრი ახალი მოთამაშეა და მწვრთნელის თამაშის წესს ვეგუებით. უნდა ვეცადოთ ყველა თამაში ისე ვითამაშოთ, თითქოს ფინალი იყოს, რადგან მთავარი შედეგია.
ვამაყობ, რომ კაპიტნის სამკლავური მეკეთა, მრავალი წლის შემდეგ, რაც აქ ვარ. ყოველთვის ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო, მაგრამ აქ ბევრი კაპიტანია, თუნდაც კაპიტნის სამკლავური არ ეკეთოთ“, – თქვა კუადრადომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 8 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და ამ დროისვის მეორე ადგილზეა.