ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ხუან კუადრადო კორონავირუსისგან განიკურნა და თვითიზოლაცია დაასრულა.
კოლუმბიელი გუნდს რეჯიო ემილიაში შეუერთდა და განაცხადში ჩაამატეს. შესაბამისად, დღეს ანდრეა პირლოს მისი მოედანზე გაყვანა შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ კუადრადოს კორონავირუსი 5 იანვარს დაუდასტურდა.