ტურინის „იუვენტუსს“ ხუან კუადრადო გამოაკლდა. კოლუმბიელმა მცველმა ტრავმა „ნაპოლისთან“ პირველი ტაიმის ბოლოს მიიღო.
როგორც იტალიური მედია წერს, მას უახლოესი ორი მატჩი „პორტუსთან“ და „კროტონესთან“ ნამდვილად გაუცდება, მაგრამ დიდი შანსია 15-20 დღე იუქმოს.
ეს ანდრეა პირლოს გუნდისთვის დიდი დანაკლისია, რადგან კუადრადო მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა.