ტურინის „იუვენტუსის“ ლაზარეთი ოდნავ ცარიელდება. იტალიური მედიის ცნობით, რომის „ლაციოსთან“ განაცხადში ხუან კუადრადო და ლეონარდო ბონუჩი დაბრუნდებიან.
ორივე ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და დიდი შანსია, რომ ანდრეა პირლომ ისინი მატჩისთვის გამოიძახოს.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მოახერხებენ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას. ამ დროისთვის უფრო დაიმაიმედებელი ცნობები ხუან კუადრადოსთან მიმართებაში ვრცელდება.
„იუვესთვის“ ახლა თითოეული ფეხბურთელი დაბრუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გუშინ გუნდს კორონავირუსის გამო როდრიგო ბენტანკური გამოაკლდა და მთელი გუნდის კონტროლის ქვეშაა. არაა გამორიცხული ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს კიდეც, რაც დამატებითი დარტყმა იქნება.