მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 681)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ალეგრი: “მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი მისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა: „ჩვენ გვქონდა ეფექტური და კონკრეტული მატჩი. „ინტერმა“ ნახევარდაცვაში პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ მეორე ტაიმში კომპაქტურად ვითამაშეთ. აბსოლუტურად არ გვინდოდა წაგება, ამიტომ მთელი ყურადღებით ვითამაშეთ. ეს სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩემპიონობისთვის …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ეს გამარჯვება ჩვენს შიმშილს წარმოსახავს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ დიდ იტალიურ დერბიში, „ინტერის“ (1:0) დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, “იუვემ” გოლის შემდეგ მეტოქეს თამაშის საშუალება არ მისცა. „ეს არის გამარჯვება, რომელიც ჩვენს შიმშილს წარმოსახავს. გოლის შემდეგ მშვიდად ვითამაშეთ, როგორც ვიცით. კიელინი და მე ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, რათა გუნდს დავეხმაროთ. „ინტერის“ ძელის შემდეგ …

სრულად წაკითხვა »

იტალიური დერბი “იუვეს” გამარჯვებით

„იუვენტუსმა“ „დიდი იტალიური დერბი“ მოიგო. დაძაბული, ფიზიკურად ურთულესი 90 წუთი, რომელშიც ერთადერთი გოლი გავიდა და სტუმართა კარში. შეიძლება ითქვას, ურიგოდ „ინტერს“ არ უთამაშია. იყო ეპიზოდები, როცა მეტოქეს სჯაბნიდა კიდეც და გოლის გატანაც შეეძლო. მაგალითად, პირველ ტაიმში, როდესაც მაურო იკარდიმ რობერტო გალიარდინი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ იტალიელმა ნახევარმცველმა ძელს გაარტყა. ეს …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “ინტერთან”

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის სერია A-ს მე-15 ტურის მატჩს ცოტა ხანში მილანის „ინტერთან“ გამართავს. უკვე ცნობილია „იუვეს“ ძირითადი შემადგენლობა: შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, კანსელუ; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდუ აქვე გეტყვით, რომ მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »

ალესანდრო დელ პიერო – “დიდ იტალიურ დერბიმდე”

იყო ერთი ბიჭი, გრძელი თმებით და 10 ნომრით ზურგზე. გოლის გატანა ყველანაირ სიტუაციაში შეეძლო, ისევე, როგორც ეს 1998 წლის 26 აპრილს მოახერხა, „ინტერთან“ მატჩში და „იუვენტუსს“ სკუდეტო მოაგებინა. მაშინ ის მხოლოდ 23 წლის იყო, ხოლო 2012 წლის 25 მარტს, როდესაც ასევე „ინტერს“ გაუტანა ახალ სტადიონზე, უკვე 27 წლის. დღეს, ის …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ინტერთან”

ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი მილანის „ინტერთან“ მატჩში ცნობილია. მასიმილიანო ალეგრის გუნდს დღეს ტრავმების გამო სამი ხედირა, მოიზე კინი, ანდრეა ბარძალი და ალექს სანდრო ვერ დაეხმარებიან. ეს კი, იმ ფეხბურთელთა სიაა, რომელთაც მოედანზე გასვლის შანსი აქვთ: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, კიელინი, ბენატია, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა ნახევარმცველები: პიანიჩი, მატუიდი, …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ტურინის „იუვენტუსი“ და ალექს სანდრო შეთანხმდნენ. ბრაზილიელი მცველი „ბებრ სინიორასთან“ კონტრაქტის სამი წლით გაახანგრძლივებს. როგორც Goal-ისთვის მომუშავე „იუვენტუსის“ კორესპონდენტი წერს ტვიტერში, ბრაზილიე ფეხბურთელი 2023 წლამდე გააფორმებს ახალ კონტრაქტს და სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება. აღნიშნული ინფორმაცია უახლოეს დღეებში უნდა გაოფიციალურდეს. ამრიგად, ხმები, თითქოსდა, ალექს სანდრო გუნდს ზაფხულში …

სრულად წაკითხვა »

ისკო შესაძლოა “იუვეს” ფეხბურთელი გახდეს

ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ისკოს ეპატიჟება. Calciomercato-ს ინფორმაციით, „ბებერ სინიორას“ ესპანელი ფეხბურთელის დამატება იანვრის სატრანსფერო პერიოდში  უნდა. აღსანიშნავია, რომ ისკოს სანტიაგო სოლარისთან კარგი ურთიერთობა არ აქვს და მადრიდის დატოვება მეტი სათამაშო დროის მიღების მიზნით სურს. ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისკომ თანაგუნდელებს უკვე უთხრა, რომ გუნდს ტოვებს. ესპანელი ნახევარმცველის …

სრულად წაკითხვა »

იური ჯორკაეფი: “იუვე” ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს”

„იუვენტუსისა“ და „ინტერის“ დაპირისპირებამდე კომენტარი მილანური გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა იურო ჯორკაეფმა გააკეთა. ფრანგის განცხადებით, „იუვესთან“ ბრძოლა მხოლოდ „ინტერს“ შეუძლია. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზეც ისაუბრა და თქვა, რომ „იუვე“ ამ ტურნირს ვერ მოიგებს. „იუვენტუსმა“ ბოლო წლებში ბევრი მოიგო, მაგრამ მხოლოდ „ინტერს“ შეუძლია მასთან ბრძოლა. შესაძლოა ეს ერთხელ „რომამ“, „ნაპოლიმ“, „ფიორენტინამ“ და …

სრულად წაკითხვა »

სპალეტი: “იუვენტუსის” მთავარი მახასიათებელი გუნდურობაა”

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრეკოსნფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „იუვეს“ მთავარი სიძლიერე გუნდურობაში მდგომარეობს და არა ცალკეულ ფეხბურთელებში. „შეგვიძლია „იუვეს“ სირთულეები შევუქმნათ, მუდმივი ზეწოლისა და სივრცეების შეზღუდვის ხარჯზე. ეს გუნდი თამაშის მიმდინარეობისას იცვლება, აჩვენებს ხარისხსა და ფანტაზიას, როგორც გუნდი. მენტალურად ძალიან ძლიერია, განსაკუთრებული ლიდერი ჰყავს. თუმცა, …

სრულად წაკითხვა »