მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 123)

თეგის არქივი: იუვენტუსი

დავიდე ფრატეზი “იუვეს” ინტერესის სფეროშია

ტურინის „იუვენტუსს“ „სასუოლოს“ ნახევარმცველი დავიდე ფრატეზი დაუკავშირეს. 22 წლის ფეხბურთელი კარგ სეზონს ატარებს და გრანდების ყურადღების ქვეშ მოექცა. მას ახალ მარკიზიოსაც უწოდებენ და ყველაზე მეტად აქამდე „ინტერი“ აქტიურობდა, თუმცა, ბოლო ცნობებით, საქმეში „იუვეც“ ჩაერთო. 22 წლის ფრატეზი დაახლოებით 25 მილიონ ევროდ ფასობს. დავიდემ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 29 მატჩი ჩაატარა, …

სრულად წაკითხვა »

მოჯი: “2006 წელს “იუვენტუსი” გაანადგურეს, იტალიური ფეხბურთის მთავარი წყარო, შედეგსაც ხედავთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი იტალიის ნაკრების მარცხს გამოეხმაურა. მოჯის განცხადებით, ეს არის 2006 წლის კალჩოპოლის შედეგი, რომელიც მხოლოდ ერთი გუნდის, „იუვენტუსის“ განადგურებას ემსახურებოდა, მაგრამ კალჩოპოლის შემქმნელებმა მთელი იტალიური ფეხბურთი გაანადგურეს. „იტალიური ფეხბურთის კრიზისი 2006 წლის კალჩოპოლით დაიწყო. მათ გაანადგურეს „იუვენტუსი“, რომელიც ყოველთვის იყო იტალიური ფეხბურთის და განსაკუთრებით …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “იუვეში” 100 მატჩის ჩატარება საამაყო და დიდი პატივია”

ტურინის „იუვენტუსის“ პრესსამსახურმა დანილოს ინტერვიუ ჩამოართვა, რაც მის მიერ კლუბში ჩატარებულ 100 მატჩს უკავშირდებოდა. დანილომ აღნიშნულ შედეგს „სამპდორიასთან“ შეხვედრა უწია და მან „იუვეში“ განვლილი პერიოდის შესახებ ილაპარაკა. 100 მატჩი – „იუვე“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში და აქ 100 მატჩის ჩატარება ადვილი არ არის. ეს დიდი სიამაყეა და მადლობა უნდა გადავიხადო. …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ჟორჟინიოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს, აგენტიც ადასტურებს

ტურინის „იუვენტუსს“ ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველ ჟორჟინიოს აქტიურად უკავშირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, „იუვე“ მზადაა იტალო-ბრაზილიელ ფეხბურთელს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და სეზონში 6 მილიონი ევრო გადაუხადოს. ფრანკო ლეონეტი იტყობინება, რომ მას დაუდასტურეს „იუვენტუსსა“ ჟორჟინიოს აგენტს შორის აქტიური მოლაპარაკებები, რომელიც მოწინავე პოზიციაზეა. „იუვე“ რეჯისტას ეძებს და ჟორჟინიო მათ სიაში პირველი წერია. ტრანსფერი არც იტალიის …

სრულად წაკითხვა »

არივაბენე: “ვლაჰოვიჩის ინვესტიციის შემდეგ აშკარა იყო, რომ ვიღაცას წასვლა მოუწევდა”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ პაულო დიბალასთან კონტრაქტის არგანახლებაზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დუშან ვლაჰოვიჩში დიდი ინვესტიციის შემდეგ გუნდს სხვა მნიშვნელოვან ფეხბურთელზე უარი უნდა ეთქვა. „როცა ვლაჰოვიჩის ტრანსფერში ასეთი თანხა დავხარჯეთ, ცხადი იყო, მაგრამ არავის სურდა იმის დაჯერება, რომ ვინმეს წასვლა მოუწევდა. რეალურად, ვინმეზე უფრო ძლიერ …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია “იუვეს” ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ლოკატელი ახლა იტალიის ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდება და დღეს ცხადია ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ითამაშებს, თუმცა თუ “სკუადრა აძურა” ფინალში გავა, რობერტო მანჩინის განკარგულებაში იქნება. შეგახსენებთ, რომ ლოკატელის კორონავირუსი ზუსტად 1 კვირის წინ დაუდასტურდა. “იუვენტუსი” მომდევნო მატჩს 3 აპრილს, “ინტერთან” …

სრულად წაკითხვა »

კაპიტალის მოგების ახალი ბრალდებები “იუვენტუსის” წინააღმდეგ

„იუვენტუსის“ წინააღმდეგ ცრუ აღრიცხვების შესახებ ახალი ბრალდებები გაჩნდა კაპიტალის მოგების მიზნით. იტალიის პროკურატურამ ტურინში, მილანსა და რომში კლუბის ოფისები გაჩხრიკა. საქმე ეხება 2019-2021 წლებში კლუბის მიერ ხელფასების წესის დარღვევით გაცემას. მეტწილად კი, კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის საწყის 4 თვეს. ჯერჯერობით სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტთან კონტაქტი აქვს

ტურინის „იუვენტუსს“ რომის „ლაციოს“ ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს უკავშირებენ. Tuttomercato-ს ცნობით, სიტუაცია იდეის დონეს გასცდა. წყაროს თანახმად, ტურინელები რამდენიმე დღეა სერბი ფეხბურთელის აგენტ მატია კეჟმანთან კონტაქტზე არიან და მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თუმცა, „იუვეს“ ნებისმიერ შემთხვევაში მოლაპარაკებების გამართვა „ლაციოსთანაც“ მოუწევს, რადგან ფეხბურთელს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და კლაუდიო ლოტიტო მას იაფად ნამდვილად …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” ძანიოლოს ტრანსფერში შესაძლოა მაკკენი ჩართოს

ტურინის „იუვენტუსს“ ზაფხულში პაულო დიბალას შეცვლა მოუწევს და ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად ნიკოლო ძანიოლო სახელდება, რომელიც „რომასთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ამიტომაც, რომაელებს ზაფხულში მისი გაყიდვა მოუწევთ. ძანიოლო დაახლოებით 50 მილიონ ევროდ ფასობს და Calciomercato-ს ცნობით, „იუვე“ ფასის შესამცირებლად ეცდება გარიგებაში ვესტონ მაკკენი ჩართოს. ის „რომას“ ამერიკული მენეჯმენტისთვის საინტერესო ფიგურაა, რადგან ვესტონი …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკი: “იუვეში” ბევრი რამ არ მუშაობდა, ახლა უკეთ ვარ, მწვრთნელიც მენდობა”

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ შვედურ მედიასთან „იუვენტუსში“ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა ახლა თავს უკეთ გრძნობს და ტურინულ გუნდში მისთვის ყველაფერი იმედგაცრუება იყო. „მოთამაშისთვის ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. „იუვენტუსში“ იყო ბევრ რამ, რაც არ მუშაობდა და ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. „ტოტენჰემში“ ახალ ჰაერს ვსუნთქავ, უკეთესი ურთიერთობა მაქვს მწვრთნელთან, უკეთ …

სრულად წაკითხვა »