მთავარი / სიახლეები / დანილო: “იუვეში” 100 მატჩის ჩატარება საამაყო და დიდი პატივია”

დანილო: “იუვეში” 100 მატჩის ჩატარება საამაყო და დიდი პატივია”

ტურინის „იუვენტუსის“ პრესსამსახურმა დანილოს ინტერვიუ ჩამოართვა, რაც მის მიერ კლუბში ჩატარებულ 100 მატჩს უკავშირდებოდა. დანილომ აღნიშნულ შედეგს „სამპდორიასთან“ შეხვედრა უწია და მან „იუვეში“ განვლილი პერიოდის შესახებ ილაპარაკა.

100 მატჩი – „იუვე“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში და აქ 100 მატჩის ჩატარება ადვილი არ არის. ეს დიდი სიამაყეა და მადლობა უნდა გადავიხადო. „იუვეს“ მაისურის ერთხელ ჩაცმაც დიდი პატივი იქნებოდა და 100-ჯერ მართლაც განსაკუთრებულია. ეს ნიშნავს, რომ კლუბი მენდობა და სამაგიერო კარგი თამაშით უნდა გადავუხადო.

პირველი მატჩი – „ნაპოლისთან“ 4:3 მოვიგეთ. ფანებისთვის ემოციური თამაში იყო, ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის არა. მირჩევნია უფრო მშვიდად გამარჯვება.

მეკარე – ბავშვობაში, 10-11 წლამდე მეკარეობა მინდოდა. შემდეგ მწვრთნელმა მარცხენა მცველის პოზიციაზე დამაყენა და ვფიქრობ, ის მართალი იყო.

გოლები – პირველი გოლი „იუვეში“ განსაკუთრებულია, სადებიუტო თამაში მქონდა და მოედანზე რამდენიმე წამის შესული ვიყავი. თუმცა, მეორე გოლიც, რომელიც „სასუოლოს“ გავუტანე, განსაკუთრებულია, რადგან ჩემი დაბადების დღე იყო.

გამორჩეული ტიტული – გასულ სეზონში მოგებული იტალიის თასი. რამდენიმე თამაშის ზედიზედ მოგებას ვერ ვახერხებდით, გუნდისთვის ეს შრომისა და გამძლეობისთვის ჯილდო იყო. გარდა ამისა, ეს იყო პირველი მატჩი პანდემიის პერიოდში ფანებთან ერთად.

პირველი მატჩი კაპიტნის რანგში – „ფიორენტინასთან“ ბოლო რამდენიმე წუთი. ეს იყო თამაში, რომელიც თავგანწირვით მოვიგეთ, „იუვეს“ სტილში, რადგან ბოლომდე გვჯეროდა. როდესაც „იუვეს“ ვკაპიტნობ, ყოფილ კაპიტნებსაც წარმოვადგენ, ასე რომ დიდი პასუხისმგებლობას და სიამაყეს ვგრძნობ.

პირველი წითელი ბარათი – „ბოლონიასთან“ შეხვედრაში. ეს ადვილი არ იყო. ეს იყო პირველი თამაში წაგებული იტალიის თასის ფინალის შემდეგ, რომელშიც პენალტი გავაცუდე. ეს ჩემთვის გარდამტეხი მომენტი იყო, რადგან მივხვდი, რომ უფრო მეტი უნდა მემუშავა. ამ ტიპის მომენტები მნიშვნელოვანია გამძლეობისა და გამარჯვების სურვილის გასაზრდელად.

ყველაზე ემოციური გამარჯვება – გასულ სეზონში ბოლო ტურის მატჩი „ბოლონიასთან“. არამხოლოდ ჩვენი გამარჯვების გამო, არამედ, რაც სხვა მატჩებში მოხდა. მოედანი 70-ე წუთზე დავტოვე და სათადარიგო სკამზე მწვრთნელს ვუთხარი, რომ მსგავს სიტუაციაში კიდევ თუ ვიქნებოდით, არ შევეცვალე, რადგან სკამიდან ძალიან რთულია ასეთ დაძაბულ მომენტში ყოფნა. ასევე, იტალიის თასის ნახევარფინალის პირველი მატჩი „ინტერთან“ გასულ სეზონში, როცა „ინტერს“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ თავდაჯერებული ვიყავით და მართლაც მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ.

ყველაზე რთული თავდამსხმელი – ლეაოს წინააღმდეგ თავის დაცვა ადვილი არ არის. თუმცა, მსგავს ფეხბურთელებთან დაპირისპირება მომწონს. მისნაირი და ტეო ერნანდესის მსგავს სწრაფ ფეხბურთელებთან, ეს საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობასაც გაძლევს.

თანაგუნდელი, რომელსაც ყველაზე კარგად იცნობს – რა თქმა უნდა, ალექს სანდრო, რომელსაც 12 წელზე მეტია ვიცნობ. ალექსის ოჯახი ჩემი გახდა და პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულად ვცხოვრობთ, ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ დანილო 2019 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ დაიმატა და მას 102 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …