მთავარი / სიახლეები / არივაბენე: “ვლაჰოვიჩის ინვესტიციის შემდეგ აშკარა იყო, რომ ვიღაცას წასვლა მოუწევდა”

არივაბენე: “ვლაჰოვიჩის ინვესტიციის შემდეგ აშკარა იყო, რომ ვიღაცას წასვლა მოუწევდა”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ პაულო დიბალასთან კონტრაქტის არგანახლებაზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, დუშან ვლაჰოვიჩში დიდი ინვესტიციის შემდეგ გუნდს სხვა მნიშვნელოვან ფეხბურთელზე უარი უნდა ეთქვა.

„როცა ვლაჰოვიჩის ტრანსფერში ასეთი თანხა დავხარჯეთ, ცხადი იყო, მაგრამ არავის სურდა იმის დაჯერება, რომ ვინმეს წასვლა მოუწევდა. რეალურად, ვინმეზე უფრო ძლიერ ფეხბურთელს. ჩემთვის „იუვენტუსი“ უპირველესია. კარგად მესმის, რომ ფეხბურთს მე ვერ შევცვლი, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ფეხბურთი ვერ შემცვლის“, – თქვა არივაბენემ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …