მთავარი / სიახლეები / მოჯი: “2006 წელს “იუვენტუსი” გაანადგურეს, იტალიური ფეხბურთის მთავარი წყარო, შედეგსაც ხედავთ”

მოჯი: “2006 წელს “იუვენტუსი” გაანადგურეს, იტალიური ფეხბურთის მთავარი წყარო, შედეგსაც ხედავთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი იტალიის ნაკრების მარცხს გამოეხმაურა.

მოჯის განცხადებით, ეს არის 2006 წლის კალჩოპოლის შედეგი, რომელიც მხოლოდ ერთი გუნდის, „იუვენტუსის“ განადგურებას ემსახურებოდა, მაგრამ კალჩოპოლის შემქმნელებმა მთელი იტალიური ფეხბურთი გაანადგურეს.

„იტალიური ფეხბურთის კრიზისი 2006 წლის კალჩოპოლით დაიწყო. მათ გაანადგურეს „იუვენტუსი“, რომელიც ყოველთვის იყო იტალიური ფეხბურთის და განსაკუთრებით იტალიის ნაკრების წინამძღოლი და შედეგებს ყველა ვხედავთ. ეს ყველაფერი მოხდა მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ და მას მერე, მუნდიალზე ორჯერ ჯგუფში ჩავრჩით, ორჯერ კი ფინალურ ეტაპზეც ვერ გავედით“, – თქვა მოჯიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …