მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 121)

თეგის არქივი: იუვენტუსი

პიანიჩი: “ალეგრი “იუვესთვის” შესაფერისი ადამიანია, მისი კრიტიკა სიგიჟეა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. „ბეშიქთაშის“ ბოსნიელი ნახევარმცველის განცხადებით, მას იტალია ძალიან ენატრება, შარშან კი „იუვეში“ დაბრუნებასთანაც ახლოს იყო. „იტალია მენატრება, გულწრფელად ვამბობ და სიამოვნებით დავბრუნდებოდი. მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა იტალიის დარჩენამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, თითქოს მეც იტალიელი ვიყო. „იუვეში“ შარშან დაბრუნება შესაძლებელი იყო. ორჯერ გვქონდა …

სრულად წაკითხვა »

გატი: “იუვენტუსში” ტრანსფერით ჩემი ცხოვრება შეიცვალა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ფედერიკო გატიმ, რომელიც იჯარით „ფროზინონეში“ თამაშობს, იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. როგორც 23 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, „იუვესთან“ კონტრაქტის გაფორმებით მისი ცხოვრება შეიცვალა. „კარიერის დასაწყისში ნახევარმცველი ვიყავი, დაცვაში გადასვლა ნამდვილად გარდამტეხი იყო. ძალიან მომწონდა ლამპარდი და ჯერარდი, ისევე როგორც „მილანში“ ადელ ტაარაბტი, ნაინგოლანი. მაგრამ ნახევარმცველისთვის შესაბამისი მახასიათებლები საერთოდ არ …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტმა დარჩენა გადაწყვიტა, “იუვე” მასთან კონტრაქტის განახლებას აპირებს

მატაის დე ლიხტმა „იუვენტუსში“ დარჩენა გადაწყვიტა, მაგრამ ეს ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს. Calciomercato-ს ცნობით, „იუვეს“ მიზანია ნიდერლანდელ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, რომელიც 2024 წელს იწურება, რათა მისი უფასოდ დაკარგვის საფრთხე არ დაემუქროს. ამიტომაც, მხარეებს შორის უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები დაიწყება. წყაროს თანახმად, „იუვენტუსი“ დე ლიხტს დიდი ალბათობით არ …

სრულად წაკითხვა »

სერენა: “სჯობს ვლაჰოვიჩში 80 მილიონი გადაიხადო, ვიდრე რონალდუში – 100”

იტალიურმა გაზეთმა Tuttosport-მა ვეტერან იტალიელ ფეხბურთელ, ალდო სერენას ინტერვიუ ჩამოართვა, რომელიც „იუვენტუსსა“ და „დიდ იტალიურ დერბიზე“ საუბარს დაეთმო. სერენას თავის დროზე „იუვეშიც“ და „ინტერშიც“ უთამაშია, ამიტომაც შეირჩა ის რესპონდენტად. გარდა ამისა, სერენამ დუშან ვლაჰოვიჩზე ვრცლად ისაუბრა და 22 წლის სერბი ფორვარდი არაერთხელ შეაქო. – „იუვენტუსში“ სკუდეტოს ისევ სჯერათ? – ვიცნობ …

სრულად წაკითხვა »

ზაკარია: “პოგბა და ვიეირა? მე ჩემი სტილი მაქვს და სხვებთან შედარება არ მიყვარს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დენის ზაკარიამ ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ ის არც ახალი პოლ პოგბა და არც პატრიკ ვეიერაა. შვეიცარიელ ფეხბურთელს დამკვიდრება საკუთარი სათამაშო სტილით სურს და თავს სხვებთან არ აიგივებს. „ინტერთან“ თამაში? არ არის საჭირო ჩემთვის ამ მატჩის მნიშვნელობის ახსნა. ვიცი, რომ ეს იტალიურ ფეხბურთში გამორჩეული თამაშია, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “რეალთან” შეთანხმებული ვიყავი, მაგრამ “იუვედან” დამირეკეს და მათ უარით ვუთხარი”

იტალიურ მედიაში მასიმილიანო ალეგრის ინტერვიუდან ამონარიდი გამოქვეყნდა, რომელშიც თქვა, რომ მადრიდის „რეალთან“ შეთანხმებული იყო, მაგრამ „იუვენტუსის“ ინტერესის შემდეგ ესპანურ კლუბს უარი უთხრა. „მე ვთქვი და გავიმეორებ: წინასწარი კონტრაქტი „რეალთან“ გაფორმებული მქონდა. შემდეგ კი დავურეკე პრეზიდენტ პერესს და ვუთხარი, რომ ვერ წავიდოდი მადრიდში, რადგან „იუვენტუსი“ ავირჩიე. მან მადლობა გადამიხადა. მას მერე, …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “იტალიის მარცხი ჩემთვის უსიამოვნო სიურპრიზი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ იტალიის ნაკრების წარუმატებლობაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს მისთვის ცუდი სიურპრიზი იყო. „იტალიის მარცხი ჩემთვის სიურპრიზი იყო, არ ველოდი. „აძურიში“ ბევრი თანაგუნდელი მყავს და მათ ვგულშემატკივრობდი, ამიტომ, ვწუხვარ. იტალიის ეს წარუმატებლობა აჩვენებს თუ როგორია დღეს ფეხბურთი, მაკედოანიმ თავისი გეგმით მოიგო, რომელიც აშკარად კარგად იყო აგებული, …

სრულად წაკითხვა »

დიბალას აგენტი “ინტერის” წარმომადგენლებს შეხვდა

პაულო დიბალა სეზონის ბოლოს „იუვენტუსს“ დატოვებს და კარიერას სხვა გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გააგრძელებს. იტალიური მედია იტყობინება, რომ დიბალას აგენტი ხორხე ანტუნი „ინტერის“ წარმომადგენლებს, ჯუზეპე მაროტასა და პიერო აუზილიოს შეხვდა. მილანური გუნდის არგენტინელით დაინტერესებულია და მხარეები სავარაუდოდ მოლაპარაკებებს დაიწყებენ. პაულოს ესპანურ გუნდებსაც უკავშირებენ, მაგრამ მისთვის ბრძოლაში ფავორიტად „ინტერი“ სახელდება, ასე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “აიაქსის” და ბრაზილიის ნაკრების შემტევით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსს“ ამსტერდამის „აიაქსისა“ და ბრაზილიის ნაკრების გარემარბი ანტონი დაუკავშირეს. იტალიური მედიის ცნობით, „იუვე“ სამხრეთ ამერიკელი შემტევით დაინტერესებულია. ტურინში კარგად იციან, რომ ანტონის გადაბირება ადვილი არ იქნება, რადგან „აიაქსი“ მას 60-70 მილიონ ევროდ აფასებს. რაც მთავარია, ფეხბურთელისთვის რიგი დგას და „იუვენტუსის“ გარდა, სერიოზულ ინტერესს მიუნხენის „ბაიერნი“ და „მანჩესტერ სიტი“ იჩენენ. …

სრულად წაკითხვა »

კარლოს ტევესი “იუვე” – “ინტერის” მატჩს დაესწრება

„იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩს კარლოს ტევესი დაესწრება, რამაც ფანებში დიდი გამოეხმაურება გამოიწვია. არგენტინელმა სოციალურ ქსელში დაწერა: „სახლში ვბრუნდები, „იუვენტუსი“ – „ინტერზე“. ფორცა „იუვე!“ შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესი „იუვეში“ 2013-2015 წლებში თამაშობდა და 96 მატჩში 50 გოლი გაიტანა, 19-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

სრულად წაკითხვა »