მთავარი / სიახლეები / დე ლიხტმა დარჩენა გადაწყვიტა, “იუვე” მასთან კონტრაქტის განახლებას აპირებს

დე ლიხტმა დარჩენა გადაწყვიტა, “იუვე” მასთან კონტრაქტის განახლებას აპირებს

მატაის დე ლიხტმა „იუვენტუსში“ დარჩენა გადაწყვიტა, მაგრამ ეს ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს.

Calciomercato-ს ცნობით, „იუვეს“ მიზანია ნიდერლანდელ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, რომელიც 2024 წელს იწურება, რათა მისი უფასოდ დაკარგვის საფრთხე არ დაემუქროს. ამიტომაც, მხარეებს შორის უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები დაიწყება.

წყაროს თანახმად, „იუვენტუსი“ დე ლიხტს დიდი ალბათობით არ შეელევა, ყოველ შემთხვევაში, ამას 80 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წელს გადავიდა და მას შემდეგ 109 თამაშში 7 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …