მთავარი / თეგის არქივი: ფედერიკო ბერნარდესკი (გვერდი 7)

თეგის არქივი: ფედერიკო ბერნარდესკი

ბერნარდესკის ქველმოქმედება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი ფედერიკო ბერნარდესკი კორონავირუსის კრიტიკული მდგომარეობის გამო ტურინის და პიემონტის საავადმყოფოებს ფინანსურად დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურ მედიაში გავრცელდა. „ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა ამ რთულ პერიოდში დასახმარებლად, ტურინისა და მთელი პიემონტის მხარდასაჭერად. უნდა დავრჩეთ სახლში. ჩვენ ფეხბურთელები გავდივართ მოედანზე, მაგრამ კონტროლირებადი ვართ, თუმცა, ეს რისკს მაინც არ გამორიცხავს. ამიტომ, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ბერნარდესკი და ხედირა დაუბრუნდნენ

ტურინის „იუვენტუსის“ ლაზარეთიდან კარგი ამბებია, რადგან ფედერიკო ბერნარდესკი და სამი ხედირა გამოჯანმრთელდნენ. ორივე ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. ფედერიკოს ბოლო სამი მატჩი გაუცდა და „სპალთან“ მატჩისთვის მზადაა. რაც შეეხება ხედირას, ის დეკემბრიდან უქმობდა და ალბათ უფრო მეტი დრო დასჭირდება თამაშის დასაწყებად. ჯორჯო კიელინის დაბრუნების შემდეგ ეს მაურიციო სარის გუნდიდან კიდევ …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” ექვს ფეხბურთელს დრო ზაფხულამდე მისცა, რადგან მათი თამაშით უკმაყოფილოა

ტურინის „იუვენტუსი“ მიმდინარე სეზონში სამივე ფრონტზე წარმატებით იბრძვის, მაგრამ „ნაპოლისთან“ და „ვერონასთან“ მოკლე პერიოდში განცდილმა ორმა მარცხმა სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა, რომელიც იტალიის სუპერთასზე „ლაციოსთან“ წაგების შემდეგ გამწვავდა. ამის გამო გასახდელში სიტუაციას დასარეგულირებლად კლუბის „სენატორების“ საქმეში ჩართვაც გახდა საჭირო და კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად აკვირდება მიმდინარე პროცესებს. ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება, …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი ტრავმირებულია

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი „ვერონასთან“ უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს. იტალიური მედიის ცნობით, იტალიელ ნახევარმცველს კუნთის დაზიანება აღენიშნება. ტრავმა სერიოზულია არაა და ფედერიკოს დაბრუნება 13 თებერვალს, „მილანთან“ სათასო მატჩში ან შემდეგ, „ბრეშასთანაა“ მოსალოდნელი. ბოლო დროს ბერნარდესკი „იუვეს“ ძირითად შემადგენლობაში ისედაც იშვიათად ხვდებოდა და მაურიციო სარი სათამაშო დროს ნაკლებად აძლევდა.

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი: “”ბარსელონას” ინტერესი საამაყოა, მაგრამ მე უკვე ვარ ტოპ გუნდში”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ განაცხადა, რომ „ბარსელონას“ ინტერესი საამაყოა, მაგრამ ის უკვე იმყოფება დიდ გუნდში და ტურინში თავს კარგად გრძნობს. „თუ ვამაყობ „ბარსელონას“ ინტერესით? რა თქმა უნდა, ეს ნორმალურია. როდესაც ტოპ გუნდი შენით ინტერესდება, ეს სიამაყის საფუძველია, მაგრამ მე უკვე ვარ ტოპ გუნდის ნაწილი. გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის არავის არაფერი …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი: “ნახევარდაცვის ცენტრში ვითამაშებ”

ფედერიკო ბერნარდესკიმ Sky Sport-თან საუბარში დაადასტურა, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილს ნახევარდაცვაში გაატარებს. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, გადაწყვეტილება მაურიციო სარისთან საუბრის შემდეგ მიიღო. „დიახ, ნახევარდაცვის ცენტრში ვითამაშებ. სარისთან ვისაუბრე და ტაქტიკური მიზეზების გამო ამ ექსპერიმენტს ვაკეთებთ. თუმცა, ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ და წინ მივდივართ. „იუვენტუსი“ იზრდება და ეს ფაქტია, ამაზე შედეგები მოწმობენ. …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი “იუვეში” მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება

ტურინის „იუვენტუსი“ ფედერიკო ბერნარდესკის მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში არ გაყიდის. კლუბმა ფეხბურთელის შესახებ მიუღებელი და სუსტი წინადადებები მიიღო. მათ შორის, „მილანიდან“ და „ბარსელონადან“ შესაბამისად, ლუკას პაკეტასა და იან რაკიტიჩში ბარტერი. შედეგად, ფედერიკო „იუვეში“ მინიმუმ ზაფხულამდე დარჩება. შემდეგ კი, კლუბი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იმოქმედებს და სიტუაციას შეაფასებს. მაურიციო სარის სეზონის დარჩენილ ნაწილში …

სრულად წაკითხვა »

“მილანს” ბერნარდესკი – პაკეტას ბარტერი უნდა

„მილანი“ ფედერიკო ბერნარდესკის გადაბირებას ცდილობს და სანაცვლოდ „იუვენტუსს“ ლუკას პაკეტას სთავაზობს. იტალიური მედიის ცნობით, გარიგება საკმაოდ რთული იქნება და დროც ძალიან ცოტაა – ოთხი დღე. თუმცა, გამორიცხული არაფერია. „როსონერის“ პაკეტას გაშვება ყველანაირ ფასად სურს, რადგან ბრაზილიელი ლომბარდიაში თავს კომფორტულად არ გრძნობს. ბერნარდესკითან გაცვლა კი, შავ-წითლებისთვის იდეალური გამოსავალი იქნება. თუმცა, „იუვენტუსი“ …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩიმ სატრანსფერო სიახლეებზე ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ სატრანსფერო ამბებზე ისაუბრა. მან კომენტარი მატია დე შილიოს, ემრე ჯანისა და ფედერიკო ბერნარდესკის შესახებ გააკეთა. „სატრანსფერო ბაზარზე შესაძლებლობები წარმოიქმნება. საუბარია განსაკუთრებით გარკვეული დონის კლუბებს შორის. დე შილიო – კურზავას გაცვლის ჰიპოთეზა არსებობს. უახლოეს დღეებში შესაძლოა ეს მოხდეს. რაც შეეხება ემრე ჯანს, ის „იუვენტუსის“ მნიშვნელოვანი …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” “ბარსელონასგან” პირველი წინადადება დაბლოკა

ტურინის „იუვენტუსმა“ „ბარსელონას“ პირველი წინადადება უარყო. იტალიური მედიის ინფორმაციით, კატალონელებმა „იუვეს“ ფედერიკო ბერნარდესკის სანაცვლოდ ივან რაკიტიჩი და 10 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უაღი მიიღეს. „იუვენტუსის“ სურვილია, რომ რაკიტიჩთან ერთად მინიმუმ 20 მილიონი ევრო გამოიმუშავონ. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. ბერნარდესკის „იუვენტუსში“ სათამაშო დრო აღარ ეძლევა და ფეხბურთელსაც გუნდის დატოვება უნდა, რადგან …

სრულად წაკითხვა »