მთავარი / თეგის არქივი: ემრე ჯანი (გვერდი 2)

თეგის არქივი: ემრე ჯანი

დე შილიო და ემრე ჯანი განაცხადში არ არიან: ორივეს ტრანსფერი ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი „ნაპოლისთან“ მატჩისთვის ცნობილია. სიაში არ არიან მატია დე შილიო და ემრე ჯანი. რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე ფეხბურთელის გასხვისება იგეგმება. დე შილიოს ლაივინ კურზავაში გაცვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. აღსანიშნავია, რომ კურზავა არც პსჟ-მ გამოიძახა უახლოესი მატჩისთვის. რაც შეეხება ემრე ჯანს, მას მაურიციო სარი არ სწყალობს და დიდი ალბათობით, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” და “დორტმუნდი” 12 მილიონზე ვაჭრობენ

დორტმუნდის „ბორუსია“ ემრე ჯანის შესაძენად მზადაა. იტალიური მედიის ცნობით, გერმანელი ფეხბურთელი კლუბს უკვე შეუთანხმდა პირად კონტრაქტზე. ემრე მზადაა გაცილებით ნაკლები ხელფასი მიიღოს, ვიდრე „იუვენტუსში“ აქვს, მაგრამ თანახმაა, სათამაშო პრაქტიკის გამო. თუმცა, ჯერჯერობით კლუბები ვერ რიგდებიან. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ჯანი „იუვემ“ უფასოდ დაიმატა, მასშინ უზარმაზარი მოგების მიღებას ცდილობს. „დორტმუნდმა“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” “დორტმუნდისგან” ემრე ჯანის შესახებ წინადადებას ელოდება

ემრე ჯანის მომავალი „იუვენტუსში“ პრაქტიკულად არ არსებობს. გერმანელ ფეხბურთელს მაურიციო სარი მთელი სეზონია არ ენდობა, ბოლო დროს კი, შეცვლებზეც აღარ ათამაშებს. აქამდე, ემრე „ევერტონს“ უკავშირებდნენ, მაგრამ ახლა ინგლისურმა გუნდმა მეორე პლანზე გადაიწია და საქმეში „დორტმუნდი“ ჩაერთო. ჯანი წინააღმდეგი არაა, რომ გერმანიაში დაბრუნდეს, რადგან ევრო 2020-ის წინ სათამაშო პრაქტიკის მიღება უნდა. …

სრულად წაკითხვა »

“ევერტონის” წინადადება ემრე ჯანის სანაცვლოდ ცნობილია

ემრე ჯანს „იუვენტუსის“ დატოვება უნდა. გერმანელი ნახევარმცველის სათამაშო მკვეთრად შეზღუდულია და მაურიციო სარი აზრის შეცვლას არც აპირებს. ფეხბურთელს კი, ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე თამაში უნდა და ამისთვის მუდმივი სათამაშ პრაქტიკა ექნება, რასაც ტურინში უკვე დანამდვილებით ვერ მიიღებს. ემრეს გადაბირება ყველაზე მეტად „ევერტონს“ უნდა. Mirror-ის ცნობით, კარლო ანჩელოტი პირადადაა ტრანსფერით დაინტერესებული და …

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანის მსურველთა სია გაიზარდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს და „ევერტონში“ გადავიდეს. Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ კარლო ანჩელოტი გერმანელით პირადადაა დაინტერესებული. ტრანსფერს ხელისშემშლელი ფაქტორები არ აქვს და მართლაც არაა გამორიცხული, რომ მხარეებმა საერთო ენა გამონახონ. ერთადერთი პრობლემა, რაც ამ ეტაპზე იკვეთება, ემრე ჯანის წარსულია – „ევერტონის“ მთავარი მტრის, „ლივერპულის“ …

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანი კლუბის დატოვებას ითხოვს

ემრე ჯანი „იუვენტუსის“ დატოვებას მიმდინარე თვეში აპირებს. მაურიციო სარი გერმანელს საერთოდ არ ენდობა მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი კონკურენტი სამი ხედირა ტრავმირებულია. სარიმ ამ პოზიციაზე ჯერ როდრიგო ბენტანკური ათამაშა, შემდეგ ადრიენ რაბიო, ბოლოს კი ფედერიკო ბერნარდესკი. ემრე კი, მოედანზე იტალიის თასის შეხვედრაშიც არ გამოჩენილა. ეს ცალსახად მიანიშნებს, რომ ჯანი სარის …

სრულად წაკითხვა »

დემირალი და ემრე ჯანი “მანჩესტერის” ობიექტივში

„იუვენტუსისა“ და „კალიარის“ მატჩს „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. Tuttosport-ის ინფორმაციით, ინგლისელთა სამიზნე ორი ფეხბურთელი იყო: მერიჰ დემირალი და ემრე ჯანი. თურქმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო გერმანელი მოედანზე მხოლოდ მატჩის დასკვნით ნაწილში გამოჩნდა. სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ფაბიო პარატიჩიმ ჯანის იანვარში გასხვისება გამოირცხა. ამასთან, დემირალის მიმართ ინტერესი ყოველდღე იზრდება, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ტიაგო ალკანტარას გადაბირებას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას მიმართ დაინტერესებულია. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები მიუნხენელებს უკვე დაუკავშირდნენ. „იუვეს“ ალკანტარას გადაბირება მიმდინარე თვეში სურს და მზადაა „ბაიერნს“ ემრე ჯანი დაუთმოს. საუბარია სუფთა ბარტერზე ზედმეტი თანხის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ტიაგო ალკანტარა „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, რამაც შესაძლოა ტრანსფერის ალბათობა გაზარდოს.

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანის ირგვლივ სიტუაცია შეიცვალა

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა იანვარში ემრე ჯანმა აღარ დატოვოს. გერმანელი სეზონის პირველი ნაწილით და მეტწილად, ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩენით უკმაყოფილო იყო. თუმცა, სამი ხედირას მძიმე ტრავმამ, რომელიც გუნდს მარტამდე ვერ დაეხმარება გეგმები შეცვალა. ემრემ სწორედ ხედირა უნდა შეცვალოს და მისი წასვლის შემთხვევაში ნახევარდაცვაში დიდი ხვრელი გაჩნდება. აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” პარედესის დამატება უნდა, პსჟ-მ ორი ფეხბურთელი მოითხოვა

„იუვენტუსი“ და პსჟ ზამთარში ფეხბურთელების გაცვლას ეშურებიან. Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, რომ „იუვეს“ ფრანგული გუნდიდან ლეანდრო პარედესის დამატება უნდა ემრე ჯანში გაცვლას სთავაზობს. თუმცა, ფრანგები მიიჩნევენ, რომ არგენტინელი 10-15 მილიონი ევროთი მეტად ფასობს, ამიტომაც, მატია დე შილიოც მოითხოვეს, რაზეც ტურინული მხარე არაა თანახმა. საინტერესოა, რომ იტალიური მედია იმასაც წერს, რომ …

სრულად წაკითხვა »