მთავარი / თეგის არქივი: ანტონიო კასანო (გვერდი 3)

თეგის არქივი: ანტონიო კასანო

კასანო: “დიბალა ***ამს, როდესაც ზეწოლის ქვეშაა”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ პაულო დიბალაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და რა თქმა უნდა, არ შეუქია – გააკრიტიკა. კასანომ კრისტიან ვიერისთან ლაივჩართვის დროს განაცხადა, რომ დიბალა ჩემპიონი არ არის. „იუვენტუსის“ ყველა მწვრთნელისთვის ის არ იყო საჭირო ფეხბურთელი, არც ალეგრისთვის, არც სარისთვის და არც პირლოსთვისაა. არ აქვს მნიშვნელობა, რომ ლამაზ გოლებს …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “დე ლიხტი მსოფლიოს სამ საუკეთესო მცველში შედის”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ კრისტიან ვიერისთან ინსტაგრამის ლაივში საუბრისას, მატიას დე ლიხტი შეაქო. კასანო ფიქრობს, რომ ნიდერლანდელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. „როდესაც დე ლიხტი იტალიაში ჩამოვიდა, პირველი მე ვაკრიტიკებდი, მაგრამ დღეს ჩემი აზრით, იქედან გამომდინარე, რასაც ვხედავ გრანდების მცველების შემთხვევაში, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. „ბაიერნს“, „ინტერს“, „მანჩესტერს“, „სიტის“ მისნაირი …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “რონალდუ გუნდისთვის პრობლემაა, დიბალა ჩემპიონი არ არის”

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა. „ფანტანტონიოს“ განცხადებით, რონალდუ „იუვესთვის“ პრობლემაა, ხოლო დიბალა ჩემპიონი არ არის და მას დასამტკიცებელი ბევრი აქვს. „იუვეს“ რონალდუ არ სჭირდება სკუდეტოს მოსაგებად, ის ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იყიდეს, მაგრამ წარმატებას ჯერ კიდევ ვერ მიაღიწეს. ჩემი აზრით, ის ბევრი მთავარი …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “იუვე” ფავორიტია, პირლო ფერარის მართავს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ სეზონის წინ პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ ფავორიტია. ანტონიო მიიჩნევს, რომ პირლოს დანიშვნა რისკი არ არის და მას ძალიან კარგად შეუძლია მწვრთნელობა. კასანომ ანტონიო კონტეს შეუტია და განაცხადა, რომ მას მაღალი ხარისხის ფეხბურთელები არ მოსწონს. „ინტერი“ გასულ სეზონშიც ახლოს იყო „იუვენტუსთან“ და სკუდეტო დაკარგა. …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “კიელინი ზღაპრული ადამიანია, ანიელიმ კი ნამდვილი იმპერია შექმნა”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ჯორჯო კიელინი დაიცვა და განაცხადა, რომ ბალოტელის უმიზეზოდ არ გააკრიტიკებდა. გარდა ამისა, ანდრეა ანიელი შეაქო, თქვა, რომ მან ნამდვილი იმპერია შექმნა. „არ ვიცნობ ფელიპე მელოს, არ მითამაშია მასთან და არ ვიცი როგორი ადამიანია. მაგრამ მარიო კარგი ბიჭია, ბავშვია, კიელინი რას გულისხმობდა არ ვიცი. შემიძლია დაგარწმუნოთ, …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “ზიდანი”იუვენტუსში”? ის ალეგრის ფეიკ სტილია”

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ზინედინ ზიდანის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას სკეპტიკურად უყურებს. კასანო მიიჩნევს, რომ ზიდანი ალეგრის სტილის მწვრთნელია. „ზიდანი „იუვენტუსში“? შესანიშნავი მწვრთნელია, მაგრამ ალეგრის ფეიკ სტილია. „იუვეში“ ლამაზი ფეხბურთის თამაში უნდათ და რას აკეთებენ, აბრუნებენ იმას, რაც უკვე დატოვეს? არ ვიცი, თუ მოინდომებს „რეალის“ დატოვებას „იუვენტუსში“ წასასვლელად, ჩემი …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “გასაკვირი არაა ჯიჯის ახალი კონტრაქტი, 2022 წლის მუნდიალზე თამაში უნდა”

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ამბობს, რომ ჯანლუიჯი ბუფონს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს. ამიტომ, არ უკვირს, რომ „იუვენტუსთან“ კონტრაქტს ახანგრძლივებს. „ბუფონის კონტრაქტის გახანგრძლივება? ეს გასაკვირი არაა. ჯიჯის სურს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, მეექვსე მუნდიალზე ითამაშებს. ერთი წელი იქნება და შემდეგ ნახავთ, რომ ისევ გააგრძელებს. ფსონი დავდოთ?“, – …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “ილიჩიჩი “იუვეში” რომ იყოს, ყველა მასზე ისაუბრებდა”

ანტონიო კასანომ ბერგამოს „ატალანტას“ შემტევ იოსიპ ილიჩიჩის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სლოვენილი „იუვენტუსში“ რომ თამაშობდეს, საყოველთაო ყურადღების ცენტრში იქნებოდა. „ილიჩიჩი გასპერინის 10 წლის წინ რომ შეხვედროდა, ახლა მსოფლიოს საუკეთესო ხუთი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი იქნებოდა. ის „იუვენტუსში“ დიბალას ნაცვლად რომ იყოს, მთელი მსოფლიო მასზე ისაუბრებდა“, – თქვა კასანომ. შეგახსენებთ, რომ ილიჩიჩი …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “მოჯისთან შეხვედრა ჩავშალე და “რომაში” გადავედი”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ 2001 წელს „ბარიდან“ „იუვენტუსში“ გადადიოდა, მაგრამ შემდეგ მოლაპარაკებები „რომასთან“ დაიწყო და ფრანჩესკო ტოტის გამო „ჯალოროსი“ აირჩია. „მახსოვს „იუვენტუსში“ უნდა გადავსულიყავი და მოჯისთან შეხვედრა მქონდა ჩემს აგენტთან ერთად. როდესაც ის მოვიდა, აგენტმა მითხრა, რომ ბალდინიმ დაურეკა და ძალიან იყო დაინტერესებული. სურდა კაპელოსთა მესაუბრა. ჩემი …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “სარი ჩვეულებრივი მწვრთნელია”

ანტონიო კასანო „იუვენტუსისა“ და მაურიციო სარის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. როგორც „ფანტანტონიომ“ თქვა, სარი ჩვეულებრივი, არაფრთი გამორჩეული მწვრთნელია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეზე“ ძლიერი 5 გუნდია. „სარი ჩვეულებრივი მწვრთნელია, ის ყოველთვის სერია B-ს და სერია C-ს გუნდში თამაშობდა. „იუვეში“ მას და პარატიჩის დიბალას და იგუაინის გაყიდვა სურდათ, რომლებმაც წელს მინიმუმ 10 ქულა …

სრულად წაკითხვა »