ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ პაულო დიბალაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და რა თქმა უნდა, არ შეუქია – გააკრიტიკა. კასანომ კრისტიან ვიერისთან ლაივჩართვის დროს განაცხადა, რომ დიბალა ჩემპიონი არ არის.
„იუვენტუსის“ ყველა მწვრთნელისთვის ის არ იყო საჭირო ფეხბურთელი, არც ალეგრისთვის, არც სარისთვის და არც პირლოსთვისაა. არ აქვს მნიშვნელობა, რომ ლამაზ გოლებს იტანს. თუ გსურს „იუვენტუსის“ 10-ნომრიანი მაისური ჩაიცვა, უფრო მაღალ დონეზე უნდა იყო. ჩემი შთაბეჭდილებით, როდესაც დიბალაზე ზეწოლაა, შარვალში ისაქმებს“, – თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კასანო დიბალას ყველაზე დიდი კრიტიკოსია და ფიქრობს, რომ გადაფასებული ფეხბურთელია.